თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
Qué está pasando ?
6 : 1
André
25 სექტემბერი 2020 01:34
0
გაგიდენ ფარერებმა
ssssss
25 სექტემბერი 2020 10:59
0
ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და ჩვენებს რა ჭირთ
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 10:59
1
სირცხვილია თბილისის დინამოს თამაში. მე მათ ადგილზე ფეხბურთს საერთოდ აღარ ვითამაშებდი. მწყემსები რომ ფეხბურთს მოგიგებენ ფეხბურთელებს კატასტროფა კი არა თავის მოჭრაა. ლოკომოტივი რომ შეხვედროდა უეჭველი დიდი ანგარიშით მოიგებდა. ბრავო ლოკომოტივს. სირცხვილი დინამოს.
დათო
25 სექტემბერი 2020 10:48
1
მალადეც ფიფიაა
rezi
25 სექტემბერი 2020 09:28
0
ფარერებთან 1-6.ამის მერე რა უნდა თქვა?წარმოიდგინეთ ამ დინამომ ბათუმს უშანსოდ მოუგო.სადაა ჩვენი ფეხბურთი?მგონი საერთოდ არ გვაქვს ფეხბურთი.ამხელა ისტორიული კლუბის მფლობელი რომ ხარ მეტი პასუხიგებლობა უნდა გაგაჩნდეს.როცა ხედავ რომ თავს ვერ ართმევ უნდა წახვიდე.არაა ფეხბურთი შენი საქმე რომანოზ.შეეშვი,გაყიდე კლუბი.დინამო ბრენდია და აუცილებლად გამოუჩნდება მყიდველი.თუმცა ასეთი მარცხის მერე რა ბრენდზეა საუბარი.ყველა ფეხბურთელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.დინამოს მაისური რომ გაცვია ფარერებთან ასე უნდა აგებდე.მთლიანი გუნდი,მწვრთელი,ფეხბურთელი,მფლობელი ყველაფერი უნდა შეიცვალოს ასეთი სამარცხვინო,კატასტროფის შემდეგ
master
25 სექტემბერი 2020 08:45
0
დინამო აღარ არსებობს
საბა
25 სექტემბერი 2020 07:12
0
ნიშნის მოგებით არ ვწერ ნამდვილად მაგრამ მერამდენჯერ უნდა დავწერო რომ ტრანსფერებს ვინც აკეთებს ამ გუნდში გასაშვებია ამ გუნდიდან არაა ამ გუნდის დონის!!!და ზოგადად ხელმძღვანელობა გუნდში შესაცვლელია ფეხბურთელებთან ერთად!!!სირცხვილი თქვენი ყველასი ერთად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Simartle
25 სექტემბერი 2020 06:44
1
ტოტალიზატორზე ნამაიმუნევს წააგავს. მეკარეს დააკვირდით.
giorgi
25 სექტემბერი 2020 11:00
2
რა შეეცით ხალხნო,ფეხბურთია ბარსელონა რეალი და ბავარიაც აგებს მერე რა მოხდა...სპორტია ხან მოიგებ ხან დამარცხდები, ახლა უნდა ამ ბიჭებს მხარდაჭერა და გვერდით დგომა ,გამხნევება..მალე უნდა დაივიჭყონ ეს კოშმარი ძალები მოიკრიბონ და გააგრძელონ ფეხბურთის ტამაში,მე მესმის გულშემატკივრის გულისწყრომა, მაგრამ კი ნუ ვლაძღავთ პირიქით გავამხნეოთ.
ბეგო
25 სექტემბერი 2020 10:45
15
და წაგებას და პორნოგრაფიას შორის სხვაობას ვეღარ ხედავ შე კაცოოოო?
mirosan
25 სექტემბერი 2020 13:47
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული