თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ნუ ამ მუქთახორა და უნამუსო ხალხისგან რომ გასაკვირი აღარაფერია ეს გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტებსაც როდემდე უნდა გყავდეთ ასეთ კომფორტში ეს უნამუსოები ვერ ვხვდები... მოითხოვეთ პრესკონფერენცია, მოითხოვეთ ფიფიასგან კითხევბზე პასუხი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე??? ტიპები წავლენ ევროპაში დინამოს სახელს წაბილწავენ ჩამოვლენ და ვითომც არაფერი, მეორე დღეს აგრძელებენ ცხოვრებას ისე ვითომც არაფერი მომხდარა. ობსტრუქცია უნდა მოუწყოთ ამათ ყველამ, განსაკუთრებით მაფიოზ ვიგინდარა ფიფიას, რომ იძულებული გავხადოთ და წავიდეს თორემ ამათი ნამუსის იმედზე თუ ვინმეა დარჩენილი ღმერთმა გაუმარჯოს...
ტაო
25 სექტემბერი 2020 11:16
0
ასეთი ფიასკოს შემდეგ სწორი იქნებოდა ფედერაციის მხრიდან "დინამოს" მოხსნა ჩემპიონატიდან. ესენი შენგელიას, ყიფიანის, გუცაევის, ძოძუაშვილის, დარასელიას, ჩივაძის თანაგუნდელები ვერ იქნებიან!
მერაბი
25 სექტემბერი 2020 10:09
0
ვინც გუშინ მაგ სამარცხვინო წაგებაში მიიღო მონაწილეობა ყველას უნდა აეგრძალოს საქართველოში ფეხბურთის თამაში, რასაც გაგინებთ ერთი არ აგცდეთ...
zmo
25 სექტემბერი 2020 10:07
0
მესამე დღეა უკვე, და ის მაინც ინებონ და ბოდიში მოიხადონ. ამდენ ფულს რომ ჭამენ ბიუჯეტიდან, ანგარიშვალდებულად არ მიაჩნიათ თავი ხალხის წინაშე?!
ლაშა
26 სექტემბერი 2020 18:15
0
დინამო არაა ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ დღეშია, მთელი ქართული ფეხბურთია კატასტროფის წინაშეა, ეს ხელისუფლების ბრალია, რადგან ყობიაშვილს ფეხბურთისთვის არ სცალია.
ჰავლაბრელი ტიღუა
25 სექტემბერი 2020 21:47
4
როცა ეცალა ააყვავა ? საფეხბურთო მენეჯმენტის 6 თვიანი კურსის გავლა საკმარიასია , რომ პრეზიდენტობა და დეპუტატობა *შეითვსოს*?
კახაბერი
25 სექტემბერი 2020 23:16
1
გუშინდელ თამაშში ვინ იყვნენ მწყემსები და მცხობელები და ვინ "პროფესიონალი" ფეხბურთელები ეგ კიდევ მოსაკითხია... თუნდაც ის ბენიო ფეხბურთის გარდა რით ირჩენს თავს.....
გიორგი ბათუმი 97
25 სექტემბერი 2020 15:06
0
ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელები და მწვრთნელიც არ ვარგა. ამ ჩისკოს კიდე მწვრთნელობა ვინ დააბრალა
gio
25 სექტემბერი 2020 12:28
3
ხელფასები გამოაქვეყნეთ ამ არასწორების!!!!!!! მარტო მეკარის ერთი თვის ხელფასი იმდენია რო ძალიან ბევრი ქართველი წლები მოუნდება იგივე შემოსავლის მიღებას
wbc
25 სექტემბერი 2020 11:58
1
შემაზიზღეს ფეხბურთი! ასეთ შედეგების მისაღწევად უნდა ვხარჯავდეთ 250 მილიონს? ფედერაცია კიარა დუქანია!!! 100მ ჩავდოთ კალათბურთში და რაგბში ჯამში და მერე შევადაროთ მიღწევები!!! ფეხბურთი რომ მიყვარს ისე არცერთი სპორტის სახეობა არ მიყვარს, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ამ ქვეყანაში სხვა სპორტს უფრო მეტი ფული მიეხარჯოს ვიდრე ამ სპორტს!!! ფედერაციაა ყველაფერში დამნაშავე ისინი აფრიალებენ ამხელა ფულებს უმიზეზოდ!!!რომ აძლევს გაჭირვებული სახელმწიფო ამხელა სუფსიდირებას ვალდებულებაც უნდა აკიდო რომ რეზულტატი დაიდოს!!!!
ვალერი
25 სექტემბერი 2020 11:51
1
#1 დამნაშავე გუნდის მეპატრონეა... ნუ ცდილობ ფედერაციას გადააბრალო "დინამოს" სამარცხვინო გამოსვლა. არ გაჭრის ეს იაფ ფასიანი დემაგოგია...
tngh
25 სექტემბერი 2020 17:05
2
ახლა მაინც რატომ არ შეიძლება, რომ ამ გუნდს გადაერქვას სახელი, დაერქვას რამე ნორმალური ქართული სახელი, შეეცვალოს ლოგო, რომ არ ეწეროს რუსული "დ" და ყველაფერი დაიწყოს თავიდან. ამ და იმ ძველ დინამოს საერთო მაინც აღარაფერი აქვთ სახელის გარდა, სახელის, რომელსაც ახალი დინამო სულ უფრო და უფრო ლახავს და აუფერულებს. ხოდა, სანამ საბოლოოდ ამოუშლია ჩვენი მეხსიერებიდან ძველი დინამოს სიდიდის ამბავი, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, დღევანდელ გუნდს ჩამოვაშოროთ სახელი "თბილისის დინამო" და დავუტოვოთ ეს სახელი იმ ლეგენდარულ გუნდს. დღევანდელ გუნდს კი დაერქვას, თბილისის დიღომი ან დიღომი იუნაიტედი და ლოგოზე გამოისახოს ლუბლიანას ქუჩა, დიღმის მასივი, მტკვარი და ა. შ.
ნაცქოც ვითომრამევიციშვილი
25 სექტემბერი 2020 21:34
1

სიახლეები პოპულარული