"ანორთოსისი" უკვე 21-ე წუთზე 0:2-ს აგებდა სტუმრად "ბაზელთან". 45-ე წუთზე ვრგოჩმა ანგარიში შეამცირა, 50-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, ხოლო 67-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი გაიტანა. საბოლოოდ, 2:3 და ფამაგუსტური გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.
ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა) 4:1 დაამარცხა ფრანგული "რეიმსი". ჩვენებური სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 2:0 მოუგო კოსოვოს "დრიტას". გვილია 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო.