"ლოკომოტივი" მეორე ლიგის დონის გუნდია - რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსული კლუბების ("დინამო" და "როსტოვი") გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.

"თბილისის "ლოკომოტივი" რუსეთის მეორე ლიგის ტიპური გუნდია, აი, "მაკაბი" კი ნამდვილად თამაშობს ფეხბურთს. ებრაული გუნდის ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ, გახსნა იცოდნენ, პრესინგი და დაცვაში კარგად იდგნენ. ჩვენები კი არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად არ ვარგანან", - თქვა კოლოსკოვმა.

ამ "მეორე ლიგის ტიპურმა გუნდმა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მილიონებით დახუნძლული მოსკოვის "დინამო" გამოთიშა და გასვლაზე ესპანეთში კაცნაკლულმა "გრანადასთან" 0:2 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ლოკო თუ მეორე ლიგის გუნდია თქვენი გუნდები რა ჩემისებია სლავიკ?!
ბათუმის ფანი
17:52 25-09-2020
5
ქართველებმა, თქვენზე კარგად ვიცით ჩვენი ჩემპიონატის დონე,მაგრამ თქვენ რა გეშველებათ,ამდენი ფულით გაფუყულებს,თავი რაღაცა რომ გგონიათ?ევროპაში მეექვსე ჩემპიონატის გუნდი,წესით ვერც ისრაელის გუნდს უნდა გამოეგდო და მით უფრო,ვერც საქართველოსი.თუმცა გამოგაგდეს.თქვენ თავში ეძებეთ დამნაშავე,ჩვენ კი,უთქვენოდაც კარგად ვიცით,ყველაზე მეტად რა გვიჭირს.
სოსო
17:37 25-09-2020
2

სიახლეები პოპულარული