რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
გაატრიეთ ეს აქიდანნ,თუ არ შეგიზლია წადიიიიი
oto
27 სექტემბერი 2020 16:18
1
ამ არსების დანახვა ავტომატურად უარყოფით რეაქციას რომ გამოიწვევს, კარგად მოგეხსენებათ და მაინც ამის უნამუსოდ მოყოლილ ზღაპრებს აქვეყნებთ??? კაცი ტიპიური ვაჭრუკანა და აფერისტია, გუნდი მიწასთან გაასწორა და კიდევ ბეჭდავს და ხმას იღებს! არც ვაპირებ მისი სისულელეების წაკითხვას, მაგრამ საზღვარი აღარა აქვს???? იმედია ,კომენტარს არ დაბლოკავთ და გამოაქვეყნებთ
????
27 სექტემბერი 2020 16:33
2
"დინამო" არ არი ფიფიას გუნდი, ის მთელი საქართველოსია, ფიფიას ხელში ამ გუნდმა განიცადა სრული კრახი, მის ხელში თბილისის დინამო მოკვდა, გარდაიცვალა..
დამთავრდა, უნდა წავიდეს ყველა,შეეცვსლოს სახელი და შეიქმნას ახალი გუნდი...
თემური
27 სექტემბერი 2020 17:36
2
გამარჯობა რომან, პირველ რიგში ვისი ბრალია ვერ გასვლა? შენი, იმიტომ რომ სასელექციო საქმიანობასაც შენ უნდა აკონტროლებდე. მერე, რომ იძახი პირველ რიგში მე მინდოდაო, ნეტა მაგ კონტიგენტით რა გინდოდა? მე ფული მეტი არ მაქვს და უკეთეს ფეხბურთელებს ვერ ვყიდულობო რომ იძახი, სად იყავი აქამდე, რატომ არ თქვი, რომ მე მეტი არ შემიძლიაო და თუ "ჩესნი" ტიპი ხარ აქამდე რატომ არ დაიწყე გუნდის გაყიდვა? ან პარტნიორის ძებნა? რომელიც შეგეხიდებოდა და უკეთეს ფეხბურთელებს მოიყვანდი. მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელების გაყიდვით შოულობ ფულს და სინამდვილეში ამდენი ხნის განმავლობაში გუნდი ერთი ნაბიჯითაც წინ ვერ(არ) წაიყვანე. აქ ამდენ რამეს ვერ დავწერ, მაგრამ საერთო ჯამში შენი დინამოში მოღვაწეობის პერიოდი კარგად რომ გაანალიზდეს, შენი უმთავრესი მიზანი არც არასდროს ყოფილა გუნდის აღზევება, მისი ელიტაში შეყვანა და უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება, მიზანი ყოველთვის იყო კომერციული. ფულიც უნდა იშოვო, ბიზნესია რა თქმა უნდა, მაგრამ იდეალებიც უმნიშვნელოვანესია. ეს დინამოა რომან, არა მარტო თბილისელებისთვის განსაკუთრებული გუნდი. ეს მთელი საქართველოს სიამაყე იყო მთელი ათწლეულები და ეხლაც ქართული ფეხბურთის და ქვეყნის იდენტიფიცირება ამ გუნდით ხდება ხოლმე და ამას შეხსენება არ უნდა ჭირდებოდეს. საჭიროება კი აშკარად არის შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. (ასეთი გუნდების სიაში შედის ტორპედო და გურია, რომლებსაც ასევე ღირსეული წარსული აქვთ) ამიტომ სასწრადოდ შეცვალე გუნდი, ეგ ფეხბურთელები დინამოს კლასს და იმიჯს არ შეესაბამებიან, ჩისკოზე მართლა არაფერს ვამბობ ჯერ. მაგრამ სამომავლოდ ისეთი მწვრთნელი გვჭირდება(გულშემატკივრებს) რომელსაც აქვს გამოხატული სტილი, დასამახსოვრებელი, რომლითაც შეიცნობა გუნდი. სასწრაფოდ იმოქმედე რომან, სასწრაფოდ თორემ შენ ჯერ არ გამოგიცდია გულშემატკივრების გიჟუნობები და ნურც გამოცდი. გისურვებ წარმატებებს, შემდეგ სეზონში მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს.
ქართველი
27 სექტემბერი 2020 20:45
2
mevaxshe xar she garewaro fulis mona. vinc ar unda movides dinamoshi magnair sircxvils aravin ar gvachmevs mteli evropa dagvcinis.
goga8004
27 სექტემბერი 2020 16:40
1
Magari unamuso adamiania
Zura
27 სექტემბერი 2020 16:37
1
ეს გვეკაიფება მე მგონი..... დავიღალე ამის სისულელეებით
alex
28 სექტემბერი 2020 04:27
0
კერძო კლუბი რომელსაც კიდევ სახელმწიფო აფინანსებს მაინც ასე აგებს. სჯობს დინამოს სახელმწიფოს დაფინანსება რეგიონებზე გადანწილდეს
Nick
27 სექტემბერი 2020 16:34
1
ამან ხომ არ მოწია რამე? ან მოგებული გონია თამში? რომან ბატონო ხელფასი უნდა გადაუხადო იქედან როცა ჯგუფში მოხვდები და შემოსავალს მიიღებს გუნდი. მაგრამ შენ ბიზნესიც არ გესმის, შენ რაც ბიზნესი გგონია ისაა ქორვაჭრობა. სირცხვილი ის კი არ არის მართო რაც დინამომ გააკეთა! სირცხვილი ისაა რასაც შენ ახლა გვაბოლებ. შენნაირმა ვაიპატრიოტებმა და დილეტანტებმა დაღუპეს ქვეყანა. იქნებ გაგვაგეთ ხმა ბატონო ვეტერანებო. ნუთუ მართლა "თესიაში" ვცხოვრობთ?
ქომაგი
27 სექტემბერი 2020 23:29
1
ამას არ უნდა ამდენი ფილოსოფია.ძაან მარტივია.რამდენი ხანია დინამოს პრეზიდენტია და ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდი შედეგი აქვს.ე ი.არ გამოსდის ხომ ეგ საქმე შედეგის მხრივ,მაგრამ არ მიდის,იმიტომ რომ მაყუთის ამბავ ში კი რაღაც,რაღაც კი არა კარგი ვიგოდააქვს.დანარჩენი თქვენთვის მომინდვია....და კიდევ ეხლა რომ იძახის--კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ვერ ხერხდებაო,მაშინ ყოველი სეზონის წინ რატომ იძახის,აი ნახეთ როგორ ლეგიონერს ჩამოვიყვან,ყველა გაკვირვებული და კმაყოფილი იქნებითო.აი ესე გვატყუებს ყოველ წელს,ჩვენ კი უთმენთ და არც არავინაა მომკითხავი.ჟურნალისტები კიდე,ლიშბი რამე ჭორი დააწერინე(ჩაკვეტაძე უკვე ბარსაში იყო) ან ძველი ამბავი(როგორ იზარმაცა ქინქლაძემ, თორე პელე იქნებოდა).მოკლედ კატასტროფაა,ამის იქით აღარაფერი აღარაა.პ ს.ფედერაციის პრეზიდენტი კიდე ორ ფრონტზეა,გეგონება ერთი ისეთი დალაგებული და აწყობილი ქონდეს რომ.....როცა ფეხბურთელი იყო ხალხს უყვარდა,იმიტომ რომ თავის საქმეს აკეთებდა,ეხლა კიდე უკვირს რა უნდათ რატო აღარ უყვარვართო
კახა ქ.
28 სექტემბერი 2020 00:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული