კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო" ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში.

არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ,
რომ ძალიან სუსტი მენეჯერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა" მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან, "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

წყარო: interpressnews

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
კარგი რა კახა,რომან ფიფიასთან არავუთარი ურთიერთობა არ ქონია თურმე,ტიპი ქოცია და არ ქონია თურმე შეხება
ბაჩი
28 სექტემბერი 2020 17:40
16
ეს არის წორაობა.ქოცი და ნაცი,მეტი არაფერი გაკერიათ პირზე და ქეც დაგემხოთ ქვეყანა თავზე,მარტო ჭორაობა ნათელაშვილივით,გადრკვიეთ საქმეში მართლა ვინ რა საქმეს აკეთებს,ზედაპიროულად რომ ჭორაობთ მხოლოდ.მთელი ქვეყანა სხვის ბრძოლაში რომ ბრძენები ხართ
საქართველო
28 სექტემბერი 2020 19:35
1
ხალხო, რომან ფიფია ცუდი მენჯერია თუ კარგი მენეჯერია - ფარერებთან 6:1 წააგო არა უბრალოდ ფიფიას გუნმდა , არამედ საქართველოს ჩემპიონმა, ანუ იმ ჩემიონატის და იმ ფეხბურთის ლიდერმა რომელსაც სათავეში წლებია უდგას კახა კალაძეს ძმაკაცი ლევან კობიაშვილი, თუ ფიფია ცუდი მენეჯერია (ამაზე დავას არც ვაპირებ) მაშინ ლოგიკურად კობიაშვილი როგორი პრეზიდენტია ??? ამაზე რატომა არაფერს იძახის ბატონი ქალაქის მერი - სახლემწიფოს მიერ ქართულ ჩემიონატებზე დახარჯულმა მილიონებით კობიაშვილის ფედერაციამ რა გააკეთა - შექმნა ჩემპიონატი რომლის ჩემიონიც ფარერებთან 6-1 აგებს... კალაძე ჩუმად იყავი მაინც , ნამუსი არ გაქვს ????
ქართველი ადამიანი
28 სექტემბერი 2020 17:33
23
შენი შედარებაც არასწორია და დიდ ჩახედულობაზე არ მიანიშნებს: დინამო თუ "ფორმალურად" კერძოა, ეს არ ნიშნავს, რომ ფედერაციას ხელი არ მიუწვდება, და ამაზე ნუ ვიდავებთ. ასაკობრივი ჩემპიონატები ხომ არის ფედერაციის საქმე, ერთი შეხედეთ და ნახეთ, რა პირობებში უწევთ თამაში და ვარჯიში გუნდების უმრავლესობას. დინამო კიდევ ყველაზე მეტად "პატრონობს" თავის აღსაზრდელებს, სხვებმა რა თქვან, 5 საათის ნამგზავრ გუნდს რომ იმავე დღის 2-ის ნახევარზე, 40 გრადუს სიცხეში დაუნიშნავ თამაშს, ვინმეს ფედერაციაში მოეკითხება ჭკუა და ნამუსი??? კრიმინალია ეს და მეტი არაფერი!!! აღარაფერს ვიტყვი ანტისანიტარიაზე გასახდელებში, და ესეც დისციპლინაა და ესეც აისახება თამაშის ხარისხზე, და რა ევალება ფედერაციის ხელმძღვანელობას, თუ არა ზედამხედველობა და კონტროლი, მოდური შარვლებით სიაული, ეზოს სტადიონის გახსნა და კოკა კოლას ტურნირის ჩატარება?
საზოგადოება-ს
29 სექტემბერი 2020 12:01
0
რა შუაშია თბილისის დინამოსთან კობიაშვილი,ბიჭო გაერკვიეთ ფეხბურთში,იურიდიულ საკითხებში და შემდეგ წერეთ. მე რომ ეკონომიკის მინისტრი ვარ და ვიღაც მარკეტის ცუდი მეპატრონე თავის მარკეტს ვერ მართავს,ჩემი ბრალია?კერძოა ბატონო ეს მარკეტი და მე რა დავაშავე. ესეთივე კერძოა დინამო და კობიმ ფეზბურთელები ურჩიოს სათითაოდ ყველა კერძო კლუბს თუ ბალახი გაუთიბოს სტადიონზე?! შედით ფედერაციის საიტზე,გადაიკითხეთ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები,მაგრამ მაგას დრო უნდა და ჭკუა, ესე კიდე მარტივია,ენას ძვალი არ აქვს,მითუმეტეს კლავიატურას ;-)იჭორავეთ რაზეც გინდათ არავინ დაგიშლით.ეხლა კობის დამცველობას დამაბრალებენ,სულ ერთხელ მაქვს ხელი ჩამორთმეული,მეტად არ მქონია შეხება,მაგასაც თავის ცოდვები აქვს,მაგრამ სხვისას ნუღარ დაუმატებთ,ტეხავს,თან ცილისწამება დიდი ცოდვააო ამბობენ
საზოგადოება
28 სექტემბერი 2020 19:42
19
ძალიან სუსტი მენეჯერი!? ხუმრობთ!? ფიფიას მოღვაწეობა უკვე მავნებლობაა! გუშინ ვნახეთ კიდე ერთი მავნებელი გვერდზე ეჯდა ეთერში...
გულშემატკივარი
28 სექტემბერი 2020 17:24
2
სად ხართ ის ხალხი რომ ამბობდით,კალა და კობი ხელს აფარებენ ფიფიასო. ყველაფერი 100% სიმართლე თქვა კალაძემ,განსაკუთრებით ის რომ ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია და ისიც კი ვერ მოახერხა რომ ვინმე მცოდნე დაიყენოს გვერდში.
სამწუხაროდ
28 სექტემბერი 2020 17:04
6
თუ არ აფარებს, მაშინ შეუწყვიტონ მილიონობით უაზრო დახმარება ფეხბურთს, რომელიც წყალში იყრება! ის ფული მოხმარდეს თავდაცვასა და შეიარაღებას... თუმცა ოცნების ხალხი რუსეთს ხომ არ აწყენინებს!
ბასა
28 სექტემბერი 2020 21:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული