"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ეს მეორე ვაჭრუკანა გამოვიდა სიტყვაში! შენი დინამო გაიხსენე, რა ფეხბურთელები გყავდა და თავს ვისთან იჭრიდი. ჩისკოზე და იმ მცველზე რომ ლაპარაკობ, შენ ბოსკამპი გაიხსენე, რომლის დინამოც ზიმბრუმ უშანსოდ გამოაგდო და გუნდში ფეხბურთის უცოდინარი ბრაზილიელი დე სოუზა ჰყავდა თავდამსხმელად, რომელსაც რამაზ შენგელია და შოთა არველაძის მაისური ეცვა - კაცი ბურთს ცარიელ კარს აცდენდა !ფიფია ვინც არის თავისი საქმეებით და გუნდით, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შენც ისე მოგდის, ყვავმა ყვავს უთხრა, შენ ჩემზე შავოო!
: )))))))
19:16 02-10-2020
7
ყველაფერს აქვს საზღვარი!!! საიდან გამოძვრა ეს თაღლითი?!!! დინამოს და ფიფიას თავისი მოეთხოვებათ და ამ წაგებაზე უკვე იმაზე მეტი მიიღეს რაც ეკუთვნოდათ, მაგრამ ეს საიდან გამოძვრა?!!!! ანუ რა გინდა მერაბ, როგორც თავის დროზე წაიღე ის რაც არ გეკუთვნოდა, მერე როგორც ისე ექცეოდი დინამოს და ფედერაციას როგორც საკუთარ კანტორას, მერე რომ გაიქეცი აქედან ლაჩარივით და აფერისტული სქემებით მუშაობდი ხან სად ხან სად!!! ეხლა გინდა რომ ისევ ჩამოართვათ დინამო და "ხალხს დაუბრუნოთ"?!!! არც ერთი ტრანსფერის ფული რომ დინამოში არ შესულა, ნარკომანების ბუდედ რომ იყო დინამოს ბაზა ქცეული და სულ ფეხებზე გეკიდათ დინამოს ისტორია - ეხლა გახდა ეკლესიასავით ეს კლუბი?!!! ამ ხალხის გამკვირვებია, ლამის წიხლით გამოაგდეს ფედერაციიდან და ეხლა გახდა ეს თაღლითი და უნამუსო კაცი ჭკუის საკითხავი?!!! ფუ რა ბანძი ხალხი ვართ, შავის და თეთრის გარჩევა ვერ ვისწავლეთ
კორონა
15:12 02-10-2020
11

სიახლეები პოპულარული