ფოტო: radiotavisupleba.ge
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 ოქტომბერს იწყება.
სხდომა სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სიის დამტკიცება მოხდება. საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა - გამოთქვა.
ცნობისთვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებულებიდან არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს განიხილავს.
წყარო: IPN.ge