დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს" და საქართველოს ნაკრების თემაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

- მე იმას ვფიქრობ, რასაც ფიქრობს მთელი მსოფლიო - ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ტოპ-გუნდში და ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი. ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ არაერთი ქართველი ტალანტი და ზოგიერთმა მათგანმა ვერ გაამართლა ჩვენი იმედი. ძალიან მინდა, რომ ხვიჩამ ბოლომდე გაგვიმართლოს. საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია ძალიან კარგი იყო. როცა კი ითამაშა, ყველა შეხვედრაში რაღაც დასამახსოვრებელი გააკეთა.

- კვარაცხელიას ხასიათსაც უქებენ...

- ჯერჯერობით ასეა და
ძალიან მინდა, ბოლომდე ასე იყოს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი.

- ...და ითამაშოს ტოპ-კლუბში?

- კი, რა თქმა უნდა. იცით, რა არის ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი უპირატესობა? ბოლო დროს ხომ ბევრი ტალანტი გვყავდა, მაგრამ ბევრს აკლდა ის, რაც აქვს ხვიჩას. ის ორფაზიანი მოთამაშეა. ახლა ავხსნი, რასაც ვამბობ. ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც დაჯილდოებულია შემტევი უნარებით, უჭირს დაცვაში თამაში და უნდა ეხვეწო, რომ ეს გააკეთოს.

თუ ტალანტს აქვს კარგი მონაცემები დაცვაში თამაშში, იმას უნდა ეხვეწო, რომ შეტევაში წავიდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კოზირი არის შეტევა, მაგრამ ხვიჩა დაცვაშიც ძალიან კარგად მუშაობს, ბოლომდე მოსდევს კაცს... როგორც წესი, დიდი კლუბები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ კომპონენტს.

სრული ინტერვიუ იხილეთ LELO.GE

მკითხველის კომენტარები / 16 /
აქ სწორად აღნიშნეს- თავდამსხელის ფუნქცია არ არის დაცვაში თამაში, ეს გაჭირვებისაა. ხვიჩასნაირ თავდამსხმელს ხანდახან ორი-სამი ფეხბურთელი იცავს. დაცვაში ჩამოსულმა, ხომ ჩამოიყვანა ისინი საკუთარ საჯარიმოსთან. მერე სწრაფი კონტრშეტევის დროს როდის ჩაირბენს ეს მეტოქის მოედნამდე და ასე წაღმა-უკუღმა სირბილში ხომ აღარ შერჩება ილაჯი. თავდამსხმელი მოედნის ცენტრამდე უნდა ჩამოდიოდეს, რომ კონტრშეტევის დროს სწრაფად შეუტიოს და მეტოქის მცველებს არ მისცეს დაცვის ორგანიზების საშუალება. არც დამცველის სისტემატური ჩართვაა აუცილებელი შეტევითი ოპერაციების დროს. აღარ მახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო, ირლანდიელმა თუ შოტლანდიელმა მწვრთნელმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, შევამჩნიე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და უკან ჩასვლას ვერ ასწრებდა, ჩემს ფეხბურთელებს დავალება მივეცი მისი ზონიდან შეეტიათო. შედეგად დასანანი გოლი გავუშვით თამაშის ბოლოს, ვინაიდან ჩვენს მცველს წინ და უკან ნარბენი არაქათი გამოცლილი ჰქონდა. თამაშის სწორი ორგანიზება ფუნქციების სწორად განაწილებას გულისხმობს. მაკედონიასთან იმდენი მცველი გვყავდა თამაშის ბოლოს მოედანზე, ელემენტარულად ვერავინ გაერკვია, ვის უნდა მოეგერიებია ბურთი და რატომ მაინცა და მაინც ჭლიკებით, თავითაც მარტივად ხომ შეიძლებოდა თამაში.. სრულიად უწყინარ სიტუაციაში პენალტი ავიკიდეთ.
თენგაბი
20 ოქტომბერი 2020 18:14
1
მე რომ მწვრთნელი ვიყო, ხვიჩას ცენტრს აქეთ ფეხს არ გადმოვადგმევინებდი. წარმოიდგინეთ რა ტერორში და პანიკაში ეყოლებოდა მუდმივად მოწინააღმდეგის 2-3 მცველი. არ არის სლუცკი მაგარი მწვრთნელი, თორემ რუბინში არ იმუშავებდა. ვაისზე ხო ლაპარაკიც არაა. გატანჯა ხვიჩა და მაკედონიამდე არ ათამაშა თავის ფლანგზე.
მე რომ მწვრთნელი ვიყო
20 ოქტომბერი 2020 13:52
0
ამიტომაც არა ხარ მწვრთნელი და ისინი კი არიან,რომ მათ შენზე და ჩვენზე მეტი იციან და ესმით ფეხბურთში
სოსო
21 ოქტომბერი 2020 22:41
0
კვარაცხელიას რას ვერჩი, მართლა იმედის მომცემი ბიჭია,მაგრამ ამის ტერმინოლოგია ხალხს რომ აბრუებს? ისე გამგებმა კარგად გაიგო დაწერილი.
ჰარი
19 ოქტომბერი 2020 18:50
12
ხვიჩას თამაში წინ გვინდა და არა უკან. მაგი თუ გაიტანს ან საგოლე პასს თუ გააკეთებს. სხვას ვერ ვხედავ. მაქსიმუმი ცენტრის ხაზიდან 10-15 მეტრი უნდა დაიხიოს უკან. მოტყუებას და დრიბლინგს უკან ნარბენი ძალაგამოცლილი ფეხებით ნაკლები სისწრაფით გააკეთებ, რაც არაეფექტურია. ნაკრებში საკმარისად არიან 2 თუ 3 ფაზიანი ფეხბურთელები და მათ უნდა შეავსონ დარჩენილი სივრცეები. ყიფიანს თუ გუცაევს გვერდზე სულაქველიძე და დარასელია არ ყოლოდათ დინამოს ძალიან გაუჭირდებოდა თავდასხმაში. ვფიქრობ, რომ ნაკრების თამაში კვარაზე და ჩაკვეტაძეზე უნდა აიგოს.
გიო
19 ოქტომბერი 2020 18:18
7
სწორია ქართული არ ახსოვს არავის. პოზიტივით ხომ ტვინი გახვრიტეს. რას ერჩით დადებითს?
niko
19 ოქტომბერი 2020 18:18
0
ამ კომენტარს გადავაწყდი და მარტო ეს კაცი ხედავს ამ პრობლემებს თუ სხვებიც ალაპარაკდებით რო როგორმე მოაგვაროთ
Erovnuli-Nakrebi
არცერთმა ჩვენმა ახლანდელა თავდამსხმელმა სირბილიც კი არ იცის ... კარში დარტყმა არ იციან და პასსს ვე აკეთებენ. ერთადერთი საჰაერო დუელს იგებენ, მაგრამ მერე ბურთი სად მიფრინავს არავინ იცის
შოკირებული გულშემატკივარი
19 ოქტომბერი 2020 18:14
2
რა ამბავია ამდენი ტოპის ხმარარება ერთ პატარა სტატიაში? ილაპარაკეთ რა ქართულად: დიდი-ფეხბურთელი, დიდი-გუნდი, დიდი-მოთამაშე...ძნელია? რა ორფაზიანი? სწორედ მაგან გადაწვა ბიჭი, რო სლუცკი წინ და უკან არბენინებს ორი ტაიმი? სად გინახავთ გუცაევი, მესხი, მარადონა, მესი ან სუარესი უკან ჩამოსული? მერე რა რომ შემტევი ნახევარმცველია, ფაქტიურად მთავარი თავდამსხმელი და გოლის გამტანია ყველა თამაშში. ბარემ კარებში ეგ დავაყენოთ და აშენდება სოფელი - სამფაზიანი ტრანსფორმატორივით იმუშავებს.
ჰუ ა იუ, დევდარიანო?
19 ოქტომბერი 2020 16:57
9
ვინც ჩამოთვალე მაგათ დონეზე რომ მივა მერე აღარ მოთხოვენ უკან ჩამოსვლას.
qwerty
19 ოქტომბერი 2020 17:59
0
დანარჩენი თავისიტ მოვა. მოედანი კარპინს და ხიდიატულინს ახეხინეტ, მასე როგორ უნდა განვიტარდეს?
ddgfdf
19 ოქტომბერი 2020 15:21
4
ხო, მაგრამ ჩვენ ექსტრაკლასის შემტევი პოტენციალი გვჭირდება და არა გუსეინოვი ან მოსტოვოი.
ddgfdf
19 ოქტომბერი 2020 15:18
5
ხვიჩა ნამდვილად ტალანტი და ჩვენი ნაკრების იმედია,მაგრამ 19წლის ასაკში ფეხბურთელი მასზე გამოცდილი თანაგუნდელებისგან უნდა იღებდეს მაგალითებს,უნარ-ჩვევებს,გამოცდილებას.თუნდაც იგივე რონალდო ხვიჩას ასაკში გიგზი,ვან ნისტერლოი,ფიგუსგან იღებდა მაგალითებს და სწავლობდა ბევრ რამეს. ხვიჩას შემთხვევაში პირიქითაა.. 19წლის ბავშვს უკვე ლიდერის როლი აჰკიდეს ნაკრებშიც და კლუბშიც,ეს სამწუხაროდ საამაყო კი არა სატირალია,რომ ამ ასაკში უკვე ასეთი ფიზიკური და მენტალური წნეხის ქვეშაა... ან ვისგან უნდა აიღოს მაგალითი? დესპოტოვიჩი,მაკაროვი,ოქრიაშვილისგან?? სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მანამდე ვცოდვილობდით მოედანზე მაკედონიასთან... არაა მთლად კარგი ასეთი ტვირთი და პასუხისმგებლობა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში,მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული და ასეთმა დატვირთვებმა შეიძლება გამოფიტოს კიდეც ხვიჩა. წარმატებები ჩვენს ლიდერს!!♥
გიორგი ბათუმი 97
19 ოქტომბერი 2020 15:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული