ვიერი: ის ფეხბურთის ჰარი პოტერია, წავა და ტელევიზორსაც გადავაგდებ

AutoSharing Option
მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ კომენტარი "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.

"მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია. ის დიადი ვინმე გახლავთ. როცა ლეო კარიერას დაასრულებს, მე ტელევიზორს მოვისვრი.

საერთოდ, ტელევიზიაში მუშაობასაც კი დავანებებ თავს, "ნეთფლიქსს" ვუყურებ და მსგავს რამეებს. რატომ? იმიტომ, რომ მესის შემდეგ სანახავი არაფერი იქნება", - აღნიშნა ვიერიმ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვეთანხმები ვიერის. ფეხბურთის ყურებას გავაგრძელებ მხოლოდ ქართული გუნდებისათვის, თუ უფალმა ინება და რამეს მიაღწიეს. თავად ტელევიზორი დიდ ხანია მოვისროლე.
კომენტატორი
29 ოქტომბერი 2020 17:44
0
მორჩით ამ "კერპთაყვანისმცემლობას" და შეეშვით იმ,სხვათაშორის, თავმდაბალ კაცს!
არდილეს
29 ოქტომბერი 2020 15:52
12
უდაოდ მაგარია, მაგრამ... გამოჩნდება კიდევ ვინმე ახალი მაგის მერე...
buba
29 ოქტომბერი 2020 15:24
2
ეგ არის რა, რატომ არ უნდა გამოჩნდეს მესიზე უკეთესი ? პელეს და მარადონას შემდეგ არ გადაუგდიათ ტელევიზორები
monebi
29 ოქტომბერი 2020 20:26
7
პელე,კრუიფი,პლატინი და მარადონა წავიდა, მაგრამ სამყარო არ დაქცეულა. ფეხბურთის გულშემატკივრები ხართ, თუ ბილი აილიშის პრიჩიკიან თინეიჯერთა ფანკლუბი?!
1234
30 ოქტომბერი 2020 10:34
1
ზ,გ. - 100% გეთანხმები! სანამ ღრუსეთიდან წავა, უფალმა დაიცვას ტრავმებისგან და ვიერი საქართველოს ნაკრების ფანი გახდება!
alexandre
30 ოქტომბერი 2020 11:58
0
უკეთესი გვეზრდება!
ზ,გ.
30 ოქტომბერი 2020 08:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული