რაც კაცმა ჩემპიონებმა ვერ შეძლეს - "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/WFCLanchkhuti/

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულმა "ლანჩხუთმა", კაცი კოლეგებისაგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის 1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და მეორე წრეში გავიდა.

"ლანჩხუთის" მეტოქე ყაზახური "ოჟკეპეცი" გახლდათ, რომელიც წყვილში ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა გურულმა გოგონებმა მეტოქე შიმკენტში გამართულ შეხვედრაში დამატებით დროში დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-5 წუთზე თავისი გუნდი ბიბიგულ ნურუშაევამ დააწინაურა. 62-ე წუთზე ხატია ჭყონიამ წონასწორობა აღადგინა, 95-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და "ლანჩხუთი" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მეორე ეტაპის კენჭისყრა 6 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრები კი 18-19 ნოემბერს ჩატარდება. კორონავირუსის
პანდემიიდან გამომდინარე, თითოეულ ეტაპზე 1-მატჩიანი დუელები იქნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარეთ გოგონები, უფალი გფარავდეთ. სულ წარმატებებით გევლოთ.
გიზოგ
04 ნოემბერი 2020 22:58
1
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ექცევა ქალთა ფეხბურთს საქართველოში კაცთა ფეხბურთის ყურადღების ნახევარი მაინც. ხომ ხედავთ კაცთა ფეხბურთი მსოფლიოში ისე წინ გავიდა ჩვენ მათ ვერასედეს მივუახლოვდებით. ამ მომენტში კარგი იქნება თუ დაწევას ქალთა ფეხბურთში შევეცდებით.
ჟორა
04 ნოემბერი 2020 21:14
3
შემადგენლობა რო დაგეწერათ, არ იქნებოდა ურიგო.

წარმატებები ლანჩხუთს.
ნიკა ჯორბენაძე
04 ნოემბერი 2020 17:47
1
წარმატებები!
ave
04 ნოემბერი 2020 16:44
1
გენაცვალეთ თქვენ, გაიხარეთ
hhh
04 ნოემბერი 2020 16:42
1

სიახლეები პოპულარული