ფოტო: facebook.com/WFCLanchkhuti/
საქართველოს ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულმა "ლანჩხუთმა", კაცი კოლეგებისაგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის 1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და მეორე წრეში გავიდა.
"ლანჩხუთის" მეტოქე ყაზახური "ოჟკეპეცი" გახლდათ, რომელიც წყვილში ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა გურულმა გოგონებმა მეტოქე შიმკენტში გამართულ შეხვედრაში დამატებით დროში დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-5 წუთზე თავისი გუნდი ბიბიგულ ნურუშაევამ დააწინაურა. 62-ე წუთზე ხატია ჭყონიამ წონასწორობა აღადგინა, 95-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და "ლანჩხუთი" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
მეორე ეტაპის კენჭისყრა 6 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრები კი 18-19 ნოემბერს ჩატარდება. კორონავირუსის
პანდემიიდან გამომდინარე, თითოეულ ეტაპზე 1-მატჩიანი დუელები იქნება.
წარმატებები ლანჩხუთს.