დავით მუჯირი: ქომაგებს ბოდიშს ვუხდი - სფფ-ის შენობასთან იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივამა დავით მუჯირმა TV პირველის ეთერში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაში გულშემატკივრები დაადანაშაულა. ამის გამო მათ მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. მუჯირმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე განმარტება გააკეთა:

"მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება.

პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება
მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარისთვის.

თუმცა, აქვე მათთვის განვმარტავ, რომ ის მოვლენები, რომელიც საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს.

აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა".

მკითხველის კომენტარები / 19 /
როცა ყველა არსებული საშუალებით მციროოდენი უპირატესობის მოსაპოვებლადაც კი ყველაფერზე მიდიან თქვენ კი პირიქით ნაკრები დატოვეთ ენერგიის გარეშე როგორც ამბობენ მე- 12 მოთამაშე წაართვით და ჯიდე ხმას იღებ რა ნამუსით ზიხარ კიდე მანდ როცა პადუხმგებლობა გაიზიარე და წადი სახლში ნაცინალების როგორ შევიგინო დეგენარატები არიან თქვენკი ორჯერდეგენერატები ნამუსი საერთოდ არ გაგაჩნიათ დინამო როცა აგებდა ფეხბურთელები სახლიდან ვერ გამოდიოდნენ სცხვედონდათ თქვენ უტიფრები ფულის მონები
კახა
03:11 15-11-2020
5
მოვითხოვ გულშემატკივრებისათვის გამოაქვეყნონ ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ხელფასები საჯაროდ, ასევე მათი კვალიფიკაცია, განათლება. უკვე ყელში ამოვიდა ამ უწიგნური ვაივეტერანების სიბრიყვეების მოსმენა და ყურება.

ბატონო დავით, რომ იცოდეთ თქვენნაირი კვალიფიკაციის და სამოქალაქო ცნობიერების ადამიანი ევროპაში ფედერაციის ხელმძღვანელ პოსტზე კი არა, ტექნიკურ მუშაკადაც ვერ მოხვდებოდა!
გიო
12:19 15-11-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული