"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
საამაყოა თქვენი თავდადება და ფეხბურთისადმი სიყვარული გოგოებო, მაგრები ხართ!
ნამდვილად მეტს იმსახურებთ და დარწმუნებული ვარ მიიღებთ, რადგან თქვენი წარმატებით სხვა გზა არ დაუტოვეთ!
სამწუხაროა ასეთი რეალობა, თუ არ გამოხვედი და სახალხოდ არ მიუთითე შეცდომებზე, არავის აინტერესებ! ალბათ ფიქრობენ, რომ იქნებ მოერიდოთ, არ ილაპარაკონ ხმამაღლა და ჩვენ მეტი დაგვრჩება!
სამარცხვინოები ხართ ვისაც გეხებათ ეს ამბავი და სამარცხვინოები დარჩებით მას მერეც რაც ტაშ-ფანდურით გადასცემთ ეკიპირებას! და ეს "სამარცხვინოება" გაგყვებათ მთელი სიცოცხე!
ირაკლი
17:36 20-11-2020
1
კობი, არ გინდა რა.... ! გადადექი! მითუმეტეს ნაცებიც არ გვინდა! მაგათ (ნაცების მმართველობის დროს მოასწრეს) დროს დაანგრიეს ლაჩხუთის 28 ათასიანი სტადიონი და "გურია" გაასწორეს მიწასთან! წელს კი ლანჩხუთში საფეხბურთო აკადენია აშენდა და გაიხსნა, მაგრამ მაინც...! კობი მთელი შენი სასტავი სწაიყვანე და გადადექით!
aburjga
18:52 20-11-2020
7

სიახლეები პოპულარული