"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
Აი ნამდვილი სპორტსმენები,ჯერ თამაში მოიგეს,მთელი გული და სული ჩადეს,ვის ახსოვდა თამაშში გაჭირვება და უფულობა,ქვეყნისთვის ყველაფერი პირადული გადადეს გვერდზე.ვაცალოთ კობიაშვილს დეპუტატიც გახდეს და მერე...ყველასთვის ცნობილია რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა თუ დეპუტატიც არ ხარ თანაც ორგზის საქმეს ვერ უშველი.ეს რუსული მენტალიტეტი ვერ მოვიშალეთ
Levan
21 ნოემბერი 2020 20:01
2
კობიაშვილს აყურებინეთ
გიორგი გორგაძე
21 ნოემბერი 2020 17:12
0
ბატონო ბიძინა დაეხმარე გოგონებს, ერთი ტომარა კარტოფილით მაინც.
შენი კეთილის მსურველი
21 ნოემბერი 2020 13:05
11
და უეფასგან პრაის მანი, არ ეკუთვნით ამათ ? 100კ ევრო მაინც იქნება
zura
21 ნოემბერი 2020 12:48
0
კი მაგრამ ეგ თანხები ევრო სეზონის ბოლოს ირიცხება ანუ მაისში
mia san mia
21 ნოემბერი 2020 17:01
0
ფედერაცია გაიღვიძე.მიხედეთ გოგოებს,ეგენი აკეთებენ ვაჟკაცურ საქმეს,ვაჟებმა მაგრად ჩა,,,,ს.
ჯუბა
21 ნოემბერი 2020 12:31
0
კიდე არჩევნებს გაიზახიან,საერთოდ ღირს აქ ცხოვრება.
butxa
21 ნოემბერი 2020 11:44
2
ღრმა ძილში მყოფ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,გურულმა გოგონებმა, ფეხბურთში,ჩემპიონთა ლიგა მიაყენეს კარს,რო გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, თქვეს:ჩვენი ძილის დროს ეს რა ამბები დატრიალებულაო,გვერდი შეიცვალეს და ისევ ძილის მიცეს თავი,იმ იმედით,რომ ვაჟებიც მიაყენებენ ჩემპიონთა ლიგას ფედერაციის კარებს,თვითონ ძილს გააგრძელებენ და ექნებათ უდრტვინველი ცხოვრება.
თერჯოლელი
21 ნოემბერი 2020 11:16
1
ღრმა ძილში მყოფ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,გურულმა გოგონებმა, ფეხბურთში,ჩემპიონთა ლიგა მიაყენეს კარს,რო გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, თქვეს:ჩვენი ძილის დროს ეს რა ამბები დატრიალებულაო,გვერდი შეიცვალეს და ისევ ძილის მიცეს თავი,იმ იმედით,რომ ვაჟებიც მიაყენებენ ჩემპიონთა ლიგას ფედერაციის კარებს,თვითონ ძილს გააგრძელებენ და ექნებათ უდრტვინველი ცხოვრება.
თერჯოლელი
21 ნოემბერი 2020 11:09
0
ვინც მარტო ფედერაციისკენ იშვერთ ხელს მარტო. არცერთი ფედერაციის ვალდებულება არ არის კონკრეტული კლუბის დაფინანსება. ფედერაცია ვალდებულია ტურნირი ჩაატაროს. ათასი ჯურის კომპანიები რომ არიან საეჭვო ფემინისტურ მოძრაობებს რომ აფინანსებენ? ესეთი გოგოები დააფინანსონ. ამ გოგოებმა უფრო მეტი ქნეს ვიდრე მაგ ორგანიზაციებმა ერთად აღებული არსებობის მანძილზე
gulshematkivari
21 ნოემბერი 2020 10:23
10
აი ამიტომ ვერ გავდივართ ევროპაზე და საერთოდ რა ქართული ფეხბურთის წარმატებებზეა ლაპარაკი. ელემენტარულ პირობებს არ უქმნის ფედერაცია. სად სცალიათ გლდანში არჩევნები აქვთ მოსაგები. სირცხვილია პროსტა როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე. თქვენ კი გოგოებო წარმათებები. ჩვენს ნაკრებს არ აქვს ის რაც თქვენ აღმოგაჩნდათ ქალთა გუნდს.
giorgix8
21 ნოემბერი 2020 09:03
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული