"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
Აი ნამდვილი სპორტსმენები,ჯერ თამაში მოიგეს,მთელი გული და სული ჩადეს,ვის ახსოვდა თამაშში გაჭირვება და უფულობა,ქვეყნისთვის ყველაფერი პირადული გადადეს გვერდზე.ვაცალოთ კობიაშვილს დეპუტატიც გახდეს და მერე...ყველასთვის ცნობილია რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა თუ დეპუტატიც არ ხარ თანაც ორგზის საქმეს ვერ უშველი.ეს რუსული მენტალიტეტი ვერ მოვიშალეთ
Levan
20:01 21-11-2020
2
კობიაშვილს აყურებინეთ
გიორგი გორგაძე
17:12 21-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული