შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ყველა ადგილობრივი სპორტული მედია საშუალება გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ჩვენებურმა ტაშკენტურ გუნდში დიდი სამუშაო გასწია.

უზბეკები თვლიან, რომ დღეს მათ ჩემპიონატში შოთა საუკეთესო მწვრთნელია და ამაზე შედეგებიც მოწმობს. ის ორჯერ დაასახელეს მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო დამრიგებლად.

თავის მხრივ, არველაძეს, "ფახთაქორის" სპორტულმა დირექტორმა ჯაფარ ისისმეტოვმა პირობა მისცა, რომ გუნდის ლიდერ ჯალოდინ მაშარიპოვს არ გაყიდის.

როგორც ირკვევა, ამ 27 წლის ფორვარდს ბევრი მთხოვნელი ჰყოლია, თუმცა შოთას სურვილი მისი შენარჩუნებააა
და ისისმეტოვმა განაცხადა, რომ მწვრთნელს ამ სურვილს შეუსრულებს.

შოთა დღემდე არ ავიწყდებათ "რეინჯერსშიც". Followfollow.com გლაზგოელთა ფანების ფორუმია, სადაც ამ გუნდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

20 ნოემბერს კი გაიხსნა თემა, სადაც არველაძის წარმატება აღნიშნეს და შოტლანდიელი გულშემატკივრები შოთას გამარჯვებას ულოცავენ და დიდ წარმატებას უსურვებენ.

აქვე გეტყვით, რომ "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეცამეტედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. კლუბს ჩემპიონატში კიდევ 3 თამაში დარჩა ჩასატარებელი და არველაძემ თქვა, რომ მიუხედავად უკვე მოპოვებული ჩემპიონობისა, გუნდის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება.

"ფახთაქორი" უზბეკეთის თასის 1/8-ფინალშია გასული, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალს უწია, სადაც ირანის წარმომადგენელ "პერსეპოლისთან" დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვუსურვებ აზიის ჩემპიონთა ლიგაც მოეგოს.
ლევანი
17:38 22-11-2020
0
მეგონა დაპირდა მესის თუ არა კავანის გიყიდიო, ეს თურმე მაშარიპოვს))) არ გაუყიდის...)))))))))))))))
zaza
23:35 22-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული