"ლანჩხუთის" განცხადება: ჩვენ არ ვიქმნით წინასწარ ალიბის, მაგრამ...

AutoSharing Option
ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" ჩემპიონთა ლიგის "ნოკ აუტის" სტადიის პირველი მატჩის წინ "ფეისბუქის" გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"და წინ ისევ ბრძოლა გველის...

ძალიან კარგად გვესმის ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინი, რომ გუნდი გააგრძელებს წინსვლას ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე. ჩვენი სურვილი და მიზანიც სრულ თანხვედრაშია გულშემატკივრების განწყობებთან.

თუმცა მიგვაჩნია, რომ საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნა, ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებისთვის არ უნდა შეიქმნას დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ამ ისტორიული მატჩების წინ.

დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთის განვითარების მხრივ შვედეთი გაცილებით წინ
არის საქართველოზე, შედარებისთვის ჩვენი მეტოქე გუნდი 1970 წელს არის დაფუძნებული და არსებობის 50 წლიან ისტორიას ითვლის, ეს მაშინ როცა საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი სულ რაღაც მეხუთე წელია ტარდება.

შვედეთის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ამჟამად "როსენგარის" 6 ფეხბურთელი ასპარეზობს, რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე-ჩემპიონი.

ჩვენ არ ვიქმნით წინასწარ ალიბის, უბრალოდ ჩავთვალეთ, რომ ობიექტურად უნდა შევხედოთ შექმნილ გარემოებებს. ცხადია ვიბრძოლებთ ბოლომდე და ღირსეულად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, არც ერთ წინა შეხვედრაში არ ვყოფილვართ ფავორიტები, არც ახლა ვიქნებით, არა უშავს, ამ როლს შეჩვეულები ვართ, მთავარია შედეგი!

გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები გოგოებს !!!!
L.J.
17:24 29-11-2020
0
სწორი შეფასება არის, გადით იბრძოლეთ, ჩვენი ტაქტიკა ალბათ ისევ დაცვა იქნება კონტრშეტევების იმედად, ოღონდ ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად შვედები და მთავარია ბევრი ბურთი არ გაუშვათ და იბრძოლოთ. ორი მატჩის ჯამში 1-2 ბურთი თუ გავიტანეთ მაგარი იქნება, ისე ობიექტურად -7 საერთო ჯამში ბურთების სხვაობა მეტი თუ არ იქნება, ცალსახად ღირსეულად გამოგივად თამაში. მალტის ნაკრებთან შედარებით ის შვედური კლუბი ბევრად ძლიერია, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ოღონდ ბოლომდე იბრძოლეთ, როგორც იბრძოლა ლოკომოტივმა გრანადასთან.
zaza
17:50 29-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული