"გაგრას" მეორე გუნდის 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური მუცლის არეში ძმის მიერ მიყენებული ჭრილობების შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 22 წლის ძმამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიშო ახლოურს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მიშო "საბურთალოს" აღზრდილი და ტრაგიკულად გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო.