ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ - პროექტზე 1,6 მლნ დაიხარჯება

AutoSharing Option
ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ. 20 000 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების (ხელოვნური მზე) შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, "საქონელი უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი. მონტაჟი კი მოიცავს საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე, მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა
ხარჯს", რომელსაც იხდის მიმწოდებელი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ცნობისათვის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ, რაშიც 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

წყარო: BPN
მკითხველის კომენტარები / 9 /
7 თაობის ხელოვნური ბალახი გაეკეთებინათ და ეგ იქნებოდა.ამხელა ხარჯი და ამდენი მილიონის გადაყრა რავი რავიცი.მარა რა ენაღვლებათ ხალხის ფული.
თემო
11:36 09-01-2021
1
ნეტავ ხელოვნური საფეხბურთო ინტელექტის და კარგი საფეხბურთო აღნაგობის ფეხბურთელ რობოტები არ იყიდება სადმე გვეყიდა ბარემ მზე თუ საყიდელი გვაქვს საქართველოში მაგასაც მოახერხერხებენ ჩვენი ფეხბურთის "დიდი მამები" და აღარ იძუნძულებენ ღიპუცა თუ "სკილეტა" ქართველი ფეხბურთელები ხელოვნურ თუ ბუნებრივი მზით გაგაჩახჩახებულ ქართულ მადლიან ატალახებულ სტადიონებზე ძალიან მინდა ასე არ ვხედავდე ქართული ფეხბურთის მდგომარეობას მაგრამ ჩემთვის ასეთი რეალობაა სამწუხაროდ
აკინ
10:58 09-01-2021
0

სიახლეები პოპულარული