sovsport: რუსულმა კლუბებმა მამარდაშვილს ყურადღება უნდა მიაქციონ

AutoSharing Option
ახალი წლის შემდეგ უეფამ თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 50 ახალგაზრდა ტალანტს შორის დაასახელა, ხოლო ახლა "სოვეტსკი სპორტმა" პოსტსაბჭოთა სივრცის 6 ფეხბურთელი გამოჰყო და ამ სიაში ჩვენებური შეიყვანა.

სიაში სამი რუსი (იგორ დივეევი, რომან ევგენევი და სტანისლავ მაკგეევი), ორი უკრაინელი (ილია ზაბარნი და ანატოლი ტრუბინი) და მამარდაშვილი არიან.

გიორგი მამარდაშვილი

"უეფას ციტატა: "საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე. თავის გამოჩენა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა. ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია".

რუს გულშემატკივრებს მამარდაშვილი შეეძლოთ სექტემბერში ენახათ.
მან "დინამოსთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსული კლუბის ტურნირიდან სამარცხვინო გავარდნით დასრულდა. დინამოელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ თერთმეტმეტრიანით გაუტანეს (90-ე წუთზე ნიკოლაი კომლიჩენკომ). ორდეცმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ იმ თამაშის შემდეგ მისი ევროპის ნებისმიერ გუნდში გაყიდვა შეიძლებოდა.

ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარის ბოლო გაბრწყინება როდი იყო. შემდეგ რაუნდში მან "გრანადასთან" 7 სეივი განახორციელა, მაგრამ ეს კარის მშრალად შენახვისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსულ კლუბებს უჯობთ ახალგაზრდა ტალანტს ყურადღება მიაქციონ, მით უმეტეს, ჯერ ძალიან ძვირად სულაც არ ფასობს - "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 500 ათასი ევრო".

მკითხველის კომენტარები / 18 /
მომავალი საქართველოს ნაკრების მეკარეა,მამარდაშვილი ალბათ მალე დატოვებს საქართველოს ჩემპიონატს და სადმე კარგ ჩემპიონატში მოხვდება,მან უნდა ჩაანაცვლოს ნაკრების დღევანდელი მეკარეები,ყველაფერი აქვს რო ძლიერი მეკარე დადგეს, შრომა უნდა გააგრძელოს.
ziko
15:30 16-01-2021
1
გუგეშაშვილი იყოს და კიდე სხვებზე საუბრობთ?(( კერესა მაინც გეთქვათ.
რატი
17:40 15-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული