ბათუმის "დინამო" შეკრების ბოლო მატჩში "ორდაბასისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქული შეკრების უკანასკნელ საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამო" ყაზახეთის "ორდაბასისთან" 2:4 დამარცხდა.

უკვე მე-15 წუთზე მეტოქე 3:0 დაწინაურდა. 33-ე წუთზე მამუჩაშვილმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 44-ე წუთზე ჯიღაურმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მეოთხე გოლი კი მოწინააღმდეგემ თამაშის დასასრულს გაიტანა.

"დინამო" (ბთ) (სასტარტო): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე, ტეიდი, მამუჩაშვილი, ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი, ფანცულაია

"დინამომ" შეკრებაზე ტულის "არსენალთან" (0:0) და "ლვოვთან" (1:1) ფრედ ითამაშა, ბოსნიურ "ბორაცს" სძლია (2:0), "როტორთან" (1:3) და "ორდაბასისთან" (2:4) კი დამარცხდა.

ეროვნული ლიგის პირველ ტურში "დინამო" 27 თებერვალს
ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დასაფიქრებელია რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორი ლიდერი, თბილისი და ბათუმი საშუალო ან უფრო დაბალ საფეხურზე მდგარ კლუბებთან მარცხდებიან, კი მართალია ამხ.შეხვედრებში, მაგრამ ეს არაოფიციალურად აისახება ქვეყნის საფეხ.რეიტინგზე და იმიჯზე, ამ პერიოდს ემთხვევა სატრანსფერო ფანჯარა და უამრავი ე.წ. აგენტი აკვირდება და სწავლობს ყოველივეს. ეს არის შედეგი იმის, რომ ჩვენი ბიჭების უმრავლესობა არაპრესტიჟულ და დაბალი დონის კლუბებში ხვდებიან, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო რეიტინგში 86 ადგილზე მყოფ ნაკრებზე.
ჯაბა
17:03 20-02-2021
0

სიახლეები პოპულარული