ქართველი არბიტრი ევროპის U21 ჩემპიონატზე იმსაჯებს

AutoSharing Option
2021 წლის მარტში სლოვენიაში ევროპის U21 ჩემპიონატი ჩატარდება ფეხბურთში და უეფამ უკვე გამოაცხადა ის 12 არბიტრი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპს განსჯიან და მათ შორის ქართველიც არის.

მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია კი - ლაინსმენები. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მიღებულ მაღალ შეფასებას შეუძლია ქართველი მსაჯების უეფას პირველი კატეგორიის არბიტრაჟში დააწინაუროს, სადაც ჯერ არცერთი ქართველი რეფერი არ არის.

შეჯიბრება 24-31 მარტს გაიმართება და ქართული ბრიგადა, მინიმუმ, 3 შეხვედრას განსჯის. ჯგუფურ ეტაპზე გაწეული საქმიანობა შეფასდება და საუკეთესოები ფინალურ სტადიებზეც
იმუშავებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბევრი შეცდომა დაუშვა პირველი ტურის შეხვედრაში და საერთოდ,მიმაჩნია რომ ეს არ არის საქართველოში ყველაზე კარგი მსაჯი,ამაზე უკეთესებიც არიან.
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ.
ქობულეთიდან
14:17 03-03-2021
1
საქართველოს პირველობაზე ბევრი შეცდომა დაუშვა
fanat
09:12 03-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული