დასახელდა ძალიან ცნობილი ნიდერლანდური კლუბი, რომელიც შესაძლოა, შოთა არველაძემ ჩაიბაროს

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, სადაც მან თავის ტყუპისცალ შოთა არველაძის სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

"შოთის შემოთავაზებები აქვს ყატარიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთის რამდენიმე გუნდიდან.

ახლა ევროპაში ჩემპიონატები ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის და გადაწყვეტილების მიღებას შოთი ჯერჯერობით არ ჩქარობს.

თუ მან ყატარული ვარიანტი არჩია, სავარაუდოდ, ის სამწვრთნელო საქმიანობას აპრილში დაუბრუნდება.

ნიდერლანდებიდანაც სერიოზული ინტერესია. საუბარია "ალკმაარზე". ამ გუნდის მომავალ შესაძლო მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი კანდიდატი შოთაცაა", - თქვა აჩი არველაძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
"ალკმაარი" ახლა სამეულისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისვის იბრძვის, თანაც წარმატებით და ჰოლანდიელები სულელები ხომ არ არიან წარმატების გზაზე მდგომი გუნდი და მწვრთნელი დააშორონ ერმანეთს.
.......
19:40 05-03-2021
0
მადლობა ე.წ. "ლაიქზე", რაოდენობა მაფიქრებინებს, რომ არც ისე უიმედოთაა ჩვენი ფეხბურთის და გულშემატკივრის საქმე.
gela
11:14 05-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული