"გეტებორგმა" ხარაიშვილის შემცვლელად ძალიან ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
33 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი კარიერას "გეტებორგში" განაგრძობს.

მან გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. სლოვაკი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება შვედეთში და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

ჰამშიკი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბოლოს ის ჩინურ "დალიანში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა.

სლოვაკმა სახელი "ნაპოლიში" თამაშით გაითქვა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 520 შეხვედრაში 121 გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "გეტებორგის" ღირსებას გიორგი ხარაიშვილი იცავდა, რომელიც ამ ზათარს უნგრული "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰამშიკიმა ითამაშა დიდი ფეხბურთი და იმედი მაქვს გიორგიც იმდენს თუ არა იმის ნახევარს მაინც ითამაშებს და მიაჰწევს რაც ჰამშიკიმა მიაჰწია კარიერაში წარმატებები
გელა
14:16 06-03-2021
0
Asetebs itreven agentebi ufasod,aba monxilebs da mamadu zidanebs da hidetoshi maldinebs ki arr
Levani
01:15 07-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული