"ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.." - თეა წულუკიანი ლევან კობიაშვილს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

აღნიშნულ ფორმატში მინისტრმა პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გამართა. ლევან კობიაშვილი მინისტრსა და მის მოადგილეს ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს არსებული რესურსების გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობა დასახელდა. მხარეებმა აღინიშნეს,
რომ ფეხბურთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რაც კარგ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ მასში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. აქვე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთში გოგონათა ჩართულობის ზრდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდს, ასევე, 2023 წელს გასამართ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან. მატჩები თბილისში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც უეფას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები შევლენ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, სხვა ფედერაციებიც შეძლებენ სამინისტროს დახმარება შესთავაზონ მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ორი იდიოტი...თანაც მაღალრადიკალური...
agmsarebeli
03:18 08-04-2021
5
მინისტრი წუნკალიანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამავდროულად გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობაში "აშკარა უპირატესობით გამარჯვებულ" პარლამენტის წევრს ლევანა კომბლიაშვილს შეხვდაოოოოოოო, გაიგეთ!
Joni
10:02 07-04-2021
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული