რა უთხრა მიშა მესხს რეალის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირი-არგენტინის მატჩის შემდეგ, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა, მადრიდის "რეალის"ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ მიშა მესხს სასტუმროს ნომერში ეწვია, წინ ჩეკების წიგნაკი დაუდო და უთხრა:

-სენიორ მესხი, ფრანკო (ესპანეთის დიქტატორი -ავტ.) მადრიდის "რეალში"გეპატიჟებათ და გთავაზობთ, თქვენივე ხელით ჩაწეროთ ის თანხა, რისი მიღებაც ხელფასის სახით გსურთ.

მიხეილ მესხმა "რეალის"პრეზიდენტს დელიკატური უარი უთხრა. გაბრაზებულმა ბერნაბეუმ ჩეკის წიგნაკს ხელი დაავლო, კარისკენ წავიდა და თან მიშას მიაძახა:

-ფრანკომ მითხრა, თუ უარით გამოგისტუმრებს, მაგ წითელ ფეხბურთელს გადაეცი, რომ საბჭოეთში დღეს ვარსკვლავია, მაგრამ ხვალ შეიძლება შიმშილით ამოხდეს სულიო.

მესხმა ბერნაბეუ შეაყოვნა, კარადიდან თავისი ნაკრების თერთმეტნომრიანი მაისური გამოიღო, "რეალის"პრეზიდენტს შეაჩეჩა და უთხრა:

-ეს მაისური ფრანკოს წაუღეთ და უთხარით, რომ დღეს დიქტატორია, ხვალ კი შეიძლება დაამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდეს, მიშა მესხის მაისური გაყიდოს.

intermedia

altზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩამოყალიბდით. მესხიმ მისცა მისი მაისური თუ ყიფიანმა მოუწერა ფულზე ხელი. ორივე ისედაც ძალიან დიდია იმდენად დიდი რომ საფრანგეთში დღემდე ახსოვს ბევრს მესხი და ქართველ ზიდანს ეძახიან. ტყუილი ისტორიები არაა საჭირო.
რატო
12:52 10-04-2021
2
საიდან იგონებთ ასეთ სისულელეებს?
master
16:01 10-04-2021
5

სიახლეები პოპულარული