ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1960 წლის 10 ივლისს, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის გუნდი დაამარცხა (2:1) და აღნიშნული ჯილდო პირველად და უკანასკნელად მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის მაშინდელ ნაკრებში სამი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა - სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და  მიხეილ მესხი, ფინალში კი ორმა მათგანმა გამოიჩინა თავი.

სლავა მეტრეველმა მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მიხეილ მესხმა 113-ე წუთზე მეკარის ბაქანთან მდგომ ვიქტორ პონედელნიკს თავზე დაასვა ბურთი და ამ უკანასკნელმაც გამარჯების გოლი გაიტანა.

მას შემდეგ სსრკ-ის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 3-ჯერ
ითამაშა და სამივეჯერ დამარცხდა. ქართველებმა კი აღნიშნული 3 ფინალიდან მხოლოდ ერთში მიიღეს მონაწილეობა - 1972 წელს, დასავლეთ გერმანიასთან წაგებულ ფინალში (0:3) მურთაზ ხურცილავამ და რევაზ ძოძუაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თან ხურცილავა გუნდის კაპიტანი იყო.



მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩვენმა დიდმა ძმამ გააკეთა ეს ყველაფერიმ, გადაგვკიდა ისებიც და აფხაზებიც, ზოგიერთი ქართველი თხასავით წამოეგო ამ ანკესს, თორემ რა გასაყოფი გვქონდა ან ოსებთან ან აფხაზებთან.
თენგაბი
19:28 06-12-2020
0
ზაურ კალოევიც ქართველი იყო. მაშინ ასე ითვლებოდა ოსიც ქართველი იყო. გუცაევი და კალოევი არაქართველი არასდროს არ იქნება ჩემთვის. დღეს რატო დაგვყვეს არვიცი.
ეთნოსი
03:04 11-07-2020
0

სიახლეები პოპულარული