სანიოლს "ბაიერნის" მენტალიტეტი შემოაქვს
"ვილი სანიოლთან პირველივე საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ იგი ჩვენი ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელი იყო. ვილის როგორც ფეხბურთელობისას, ახლაც სურს, ყველა შეხვედრაში გაიმარჯვოს, მას არცერთი მეტოქე არ აშინებს. სანიოლის თავდაჯერება და სიმშვიდე გუნდს წარუმატებლობის შემთხვევაშიც თვითრწმენას არ უკარგავს და აძლიერებს.
ფრანგ მწვრთნელს "ბაიერნის" მენტალიტეტი შემოაქვს. გუნდში ბევრი ახალგაზრ
რა განასხვავებს კვარაცხელიას სხვა შემტევებისგან?!
კვარაცხელიას ნებისმიერი ტოპ-კლუბის გაძლიერება შეუძლია. რთული სათქმელია, რამდენად უნდა გადავიდეს ის პირდაპირ "ბაიერნში" თუ გამოცდილების მისაღებად შუალედური გუნდი მოიძებნოს. ფაქტი ერთია, მას ყველაფერი აქვს, რათა ვარსკვლავი გახდეს! ხვიჩას ვარჯიშს როცა ვუყურებ, მისი ნიჭით აღფრთოვანებული ვარ.
კვარაცხელია ძალიან ძლიერი დრიბლიორია, მეტოქეებს გვერდს იოლად უვლის. შემტევი ყოველთვის ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი თამაში. ხვიჩა ძალიან სწრაფია, ამავდროულად - ცივსისხლიანიც. მან გოლი ესპანეთის ნაკრებსაც გაუტანა. რა განასხვავებს კვარაცხელიას, როგორც შემტევს? ბევრს მუშაობს გუნდისთვის და დაცვას ეხმარება.
ქართველები ბუნდესლიგაში - ადრე და ახლა
ვწუხვარ, რომ ქართველები ბუნდესლიგაში ახლა არ თამაშობენ. თუკი კვარაცხელიას ტრანსფერი გერმანიაში განხორციელდება, ეს კარს სხვებსაც გაუღებს.
ქართველი ფეხბურთელების პრობლემა მენტალიტეტი იყო, ყველაფერს ზედმეტად მარტივად ვუყურებდით. დღევანდელი თაობა მოწესრიგებული და მენტალურად უფრო ძლიერია!
მე შეთავაზებები ტოპ-კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ "ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელი ფოლკერ ფინკე მუდამ ახერხებდა ჩემ შენარჩუნებას. ახლა ვფიქრობ, ტრანსფერი კარგი იქნებოდა, რადგან სხვა გუნდში მეტის მიღწევა შემეძლო.
მომზადებულია sportbild-ის მიხედვით
"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში
იაშვილი შეხვედრების ბათუმში გამართვის მიზეზებზე...
"საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება..." - ალექსანდრე იაშვილი