უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და "ლანჩხუთის" 21 წლის მეკარე თათია გაბუნიას მიმართ იტალიური კლუბის მხრიდან სატრანსფერო ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

SPORTALL.GE-ს ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა:

"გაბუნიამ წინადადება იტალიის ქალთა სამოყვარულო მესამე ლიგის (სერია C) კლუბ "აპრილია რასინგისგან" მიიღო. მოთამაშეს სკ "ლანჩხუთთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ორივე მხარის შეთანხმებით, მისი შეწყვეტის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება."

ქართულ ქალთა ფეხბურთში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოთამაშის ტრანსფერით უცხოური კლუბი
დაინტერესდა. ჩოხატაურელი თათია გაბუნია ეროვნულ ნაკრებში გამორჩეულია და თავი "ლანჩხუთის" მიერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ მატჩებშიც გამოიჩინა.

alt"როსენგარდის" წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს... - "ლანჩხუთის" პასუხი განსჯისთვის

altრაც კაცმა ჩემპიონებმა ვერ შეძლეს - "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა!



მკითხველის კომენტარები / 8 /
რა კაი გოგოა
შაკო
16:06 20-06-2021
0
ძალიან კაი წარმატებები
ემიგრანტი
16:25 20-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული