Azerisport.com-მა "ნეფთჩის" ყოფილ ფორვარდთან, ბრაზილიელ დარიოსთან ინტერვიუ ჩაწერა. ისე როგორ იქნებოდა, საუბარი "დინამოსთან" მოახლოებულ მატჩს არ შეხებოდა.
დიარომ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს გული არ დაწყვიტა და მათ უთხრა, რომ დაპირისპირებაში ფავორიტი ბაქოური გუნდია.
"ჩემი აზრით, "ნეფთჩის" ამ ბარიერის გადალახვის ძალიან კარგი შანსი აქვს. შემდეგი კი უკვე "ოლიმპიაკოსი" იქნება, რომელიც ევროტურნირებზე ძალიან გამოცდილია.
"ნეფთჩი" განვითარებასა და წინსვლას საჭიროებს. გუნდმა გამოცდილება თანდათან უნდა შეიძინოს, ქვეყანას სარეიტინგო ქულები შესძინოს და მალე წარმატებაც მოვა", - ამბობს დარიო.