შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დავიდ ფუქსმანმა საერთაშორისო მატჩი ბოლოს მიმდინარე წლის 30 მარტს ბაქოში განსაჯა, სადაც აზერბაიჯანის ნაკრები სერბეთთან დამარცხდა (1:2).
ფუქსმანი ლმობიერ არბიტრად მიიჩნევა. ისრაელის ჩემპიონატის გასულ სეზონში მან 15 შეხვედრა განსაჯა, სადაც ფეხბურთელებს საკმაოდ ცოტა (საშუალოდ 1,07) გაფრთხილება მისცა, წითელი ბარათი საერთოდ არ გამოუყენებია, თერთმეტმეტრიანი კი მხოლოდ სამ შემთხვევაში დანიშნა.
წყარო: "ნეფთჩის" "ფეისბუქგვერდი"
ცხადაძე: - "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ!"
არ ვიცი, კარგია თუ ცუდი პენალტს რომ არ დებს