"აზერბაიჯანში საკლუბო ფეხბურთი გაცილებით მაღალ დონეზეა" - ყოფილ ფეხბურთელს მხოლოდ ცხადაძის ფაქტორი აშინებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" შეხვედრის წინ azerisport-მა აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზაურ რამაზანოვი ჩაწერა. ის გუნდების შანსებზე მსჯელობს:

"აზერბაიჯანში საკლუბო ფეხბურთი გაცილებით  უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში. მათ, ძირითადად, ადგილობრივი მოთამაშეები ჰყავთ, ჩვენი ლეგიონერები კი გაცილებით მაღალი დონის არიან.

ერთადერთი, რაც შეიძლება "ნეფთჩისთვის" რთული იყოს, არის კახა ცხადაძის ფაქტორი. მან რამდენიმე წელი იმუშავა აზერბაიჯანში და ჩვენ კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები. კახა ძალიან მოქნილი მწვრთნელია და თამაშის დროს სქემის ოსტატურად შეცვლა შეუძლია. შანსებს რაც შეეხება, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

არ
მჯერა, რომ ახლა "ნეფთჩი" მიაღწევს იმას, რასაც "ყარაბაღი" და მის დონეზე იქნება. ეს გუნდი ხომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოდიოდა. ამ დონეს ვერც სხვა აზერბაიჯანული კლუბები შეძლებენ."

შეგახსენებთ, "ნეფთჩიმ" ჩემპიონობა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში, სწორედ "ყარაბაღთან" გამარჯვებით შეძლო. აზერბაიჯანული კლუბისა და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებები 7 და 14 ივლისს გაიმართება.


altლმობიერი არბიტრი ისრაელიდან - "დინამო"-"ნეფთჩის" მსაჯები ცნობილია

altოფიციალურად: "დინამო"-"ნეფთჩის" თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე უეფამ ევროტურნირებზე უდიდესი ცვლილება მოახდინა

altტრანსფერები, სერიოზული სპარინგ-პარტნიორი - ბაქოს "ნეფთჩი" თბილისისთვის ემზადება

alt"დინამოსა" და "ნეფთჩის" შანსები თანაბარია - საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული