"ნეფთჩის" მწვრთნელი: "დინამოს" ცხადაძე წვრთნის, ეს უკვე ნიშნავს, რომ სუსტ გუნდს არ ვეთამაშებით

AutoSharing Option
ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა თბილისის “დინამოსთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“მოგესალმებით, წლების შემდეგ ასეთ ტურნირზე ქვეყნის წარმოდგენა ჩვენთვის დიდი პატივია და გვიხარია, რომ “ნეფთჩი” აქ მოვიდა.

არ დაგიმალავთ, რომ ამ მატჩის წინ ვღელავთ, ეს განწყობა გუნდში არის. თუმცა, გვჯერა, რომ მატჩისწინა დაძაბულობა თამაშის დაწყებისთანავე მოიხსნება და იმედი გვაქვს, ჩვენი კლუბისა და ხალხის ღირსეულად წარმოდგენას შევძლებთ.

აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგეს გარკვეული უპირატესობა აქვს. აქ მიმდინარე ჩემპიონატია, გუნდი შეთამაშებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოუმზადებლები ვართ. სამი
ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რაც ფიზიკურ მზადყოფნაში დაგვეხმარება.

გასაგებია, რომ ხვალინდელი მატჩი დაძაბული იქნება. გავეცანით მეტოქის ტაქტიკას. ერთია გუნდის თეორიული შესწავლა და მეორეა, მათი ძალები თამაშისას იგრძნო. “დინამო” დიდი გუნდია, დიდი ისტორიისა და ტრადიციებისა. კარგად ვიცნობ კახაბერ ცხადაძეს, მისი ხელმძღვანელობით მითამაშია და ვნახოთ, ყველაფერი ხვალ გამოჩნდება.

კახასთან დაკავშირებით თბილი მოგონებები მაქვს, მისგან ბევრი ვისწავლე. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცადამაინც ცხადაძის ტაქტიკას დავაკოპირებ. ბევრი მწვრთნელი მყოლია და მათგან საუკეთესოს აღებას ვეცადე და ასე საკუთარი სტილი შევიმუშავე. დღევანდელი საუბრები კი მხოლოდ საუბრებია, ყველაფერი შეხვედრაში გამოჩნდება.

ჩვენ დაძაბულობის გამოყენება მოტივაციისათვის გვსურს, თუმცა შესაძლებელია ამ დეტალმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე არ მოხდეს. “დინამოს” ბევრი თამაში აქვს ჩატარებული ბოლო დროს, ჩვენ ცოტა. დადებითი და უარყოფითი შინაარსი ორივე ცვლადს აქვს. ვეცდებით, ყველაფერი ჩვენდა სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ამ თამაშამდე დაგეგმილი ტრანსფერების განხორციელება ვერ შევძელით, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელების ინდივიდუალურ დონეზე დაყრდნობით გუნდი შედეგს ვერ მიაღწევს. წარმატების საფუძველი ერთიანობა, ხასიათი და წარმატების სურვილია. უნდა იცოდე, სად და რისთვის თამაშობ.

ყველა გუნდს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე, მათ შორის, “დინამოსაც”. ამაზე ღიად საუბარი ეთიკური არ იქნება. სუსტი მხარის გამოყენებას ჩვენდა სასარგებლოდ ვეცდებით, ხოლო მოწინააღმდეგეს სიძლიერის გამოვლენის საშუალება, ვეცდებით, არ მივცეთ. “დინამოს” ცხადაძე წვრთნის და ეს უკვე ნიშნავს, რომ სუსტ გუნდს არ ვეთამაშებით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხებზე მკიდია "რამონი" და მისი ტუტუცი მოპყრობა გუნდზე მე, უკვე, დღეს მინდა დინამომ გაიმარჯვოს და ეს ასეც იქნება!!!
daviti
01:17 07-07-2021
1
ყველაფრის ღირსია ქართველი ხალხი!დინამოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას რომ ვითმენთ...
აბგდ
21:14 06-07-2021
0

სიახლეები პოპულარული