"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" (1:2) შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანელი გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან და თავიანთი გუნდის თამაშის ხარისხი არ მოსწონთ.

კლუბის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საინტერესო კომენტარი გამოქვეყნდა:

"სად არიან ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელები? ასეთი მხოლოდ 3 მოთამაშეა. შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ აზერბაიჯანული ფეხბურთი  ვითარდება? მოდით, ვიფიქროთ მომავალზე!"

"მჯერა, რომ "ნეფთჩი" ბაქოში სულ სხვა თამაშს ჩაატარებს!"

"ყველას ვულოცავ. მაგრამ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. არ ვიცი, რატომ არ მოჰყავთ ახალი მოთამაშეები."

"ასეთი გუნდითა და თამაშით ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ევროტურნირებზე, არამედ ჩვენს ჩემპიონატშიც ვერ მივაღწევთ."

"მე "ნეფთჩი" მოედანზე ვერ ვნახე. ის ძალიან სუსტია. შეუძლებელია, ასეთი თამაშით შორს წავიდეთ!"

"ასეთი სამარცხვინო თამაშით მხოლოდ იღბალს უნდა ვენდოთ."

"აზერბაიჯანული ფეხბურთი განადგურებულია. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის"  თამაშით აჯობა. ჩვენ ფეხბურთი არ გვაქვს!"

"დინამომ" ითამაშა, "ნეფთჩიმ" მოიგო."

"ნეფთჩისა" და "დინამოს" განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება. შეგახსენებთ, უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა ევროტურნირების დაწყების წინ გააუქმა.

altცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია

alt"ნეფთჩის" მწვრთნელი: დაძაბულობა აქამდეც იყო და კიდევ უფრო გაიზრდება

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს უკვე ჩვენი გამარჯვებაა! მიდით ბიჭებო, შეუტიეთ! აქეთ არა კაცო, იმათი კარისკენ შეუტიეთ!
ხავსს მოჭიდებული
08 ივლისი 2021 12:07
1
რამე, თუ გამაცინებდა, არ მეგონა. )))))
100%
08 ივლისი 2021 12:46
0
ვერ გეტყვით, რომ ფარერებს ოდესმე გაპატიებთ, მაგრამ ოღონდ ესენი გააგდეთ და ორი თვე ფიფიას აღარ გავლანძღავ გპირდებით :D
ლადო
08 ივლისი 2021 11:59
4
მე ორი კვირა არ გავლანძღავ მოსულა,ოღონდ ეს ფარჩაკები გააგდეთ
გულშემატკივარი
08 ივლისი 2021 16:21
2
საქართველოს დაბალი დონის გუნდმა რა დრო დადგა :( ფიფია უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადება ლიგაზე უნდა გავიდეთ ))
geogeo
08 ივლისი 2021 11:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული