კლუბის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საინტერესო კომენტარი გამოქვეყნდა:
"სად არიან ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელები? ასეთი მხოლოდ 3 მოთამაშეა. შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ აზერბაიჯანული ფეხბურთი ვითარდება? მოდით, ვიფიქროთ მომავალზე!"
"მჯერა, რომ "ნეფთჩი" ბაქოში სულ სხვა თამაშს ჩაატარებს!"
"ყველას ვულოცავ. მაგრამ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. არ ვიცი, რატომ არ მოჰყავთ ახალი მოთამაშეები."
"ასეთი გუნდითა და თამაშით ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ევროტურნირებზე, არამედ ჩვენს ჩემპიონატშიც ვერ მივაღწევთ."
"ასეთი სამარცხვინო თამაშით მხოლოდ იღბალს უნდა ვენდოთ."
"აზერბაიჯანული ფეხბურთი განადგურებულია. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა. ჩვენ ფეხბურთი არ გვაქვს!"
"დინამომ" ითამაშა, "ნეფთჩიმ" მოიგო."
"ნეფთჩისა" და "დინამოს" განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება. შეგახსენებთ, უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა ევროტურნირების დაწყების წინ გააუქმა.
ცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია
"ნეფთჩის" მწვრთნელი: დაძაბულობა აქამდეც იყო და კიდევ უფრო გაიზრდება
მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]