დებიუტი ევროთასებზე - ირაკლი კვირიკაშვილი მთავარი არბიტრის როლში

AutoSharing Option
15 ივლისს ლიეტუვის ქალაქ მარიამპოლეში, კონფერენს ლიგაზე ერთმანეთს კაუნასის „ჟალგირისი“ და გიბრალტარის „ევროპა“ დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გოგა კიკაჩეიშვილია.

ირაკლი კვირიკაშვილისთვის „ჟალგირისი“ - „ევროპა“ საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩია, რომელსაც ის მთავარი არბიტრის როლში განსჯის.

შეგახსენებეთ, რომ ირაკლი კვირიკაშვილს ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფას ეგიდით გამართული სხვადასხვა დონის შეხვედრებზე უმუშავია, მათ შორის, უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის
ჯგუფური ეტაპის სამ მატჩსა და ფინალზე: გერმანია - პორტუგალია, სადაც მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, ირაკლი კვირიკაშვილი კი მეოთხე მსაჯად მუშაობდა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული