"თელავმა" "არარატ-არმენიას" სძლია

AutoSharing Option
"თელავმა" ამხანაგურ მატჩში "არარატ-არმენია" 1:0 დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

" საფეხბურთო კლუბმა "თელავმა", ჩემპიონატისთვის სამზადისი 11 ივლისს განაახლა და დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

ჩვენი გუნდი თბილისში, შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანს, "არარატ-არმენიას" დიღმის ოლიმპიურ ცენტრში გაეჯიბრა და იმედა აშორტიას გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.

"თელავმა" სომხებთან ორივე ტაიმში შერეული შემადგენლობით ითამაშა და მთლიანობაში, ლეგიონერებით გაძეძგილ "არარატ-არმენიასთან" სპარინგი ნაყოფიერი გამოდგა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ რა მაგარია სომხეთის ჩემპიონატის მე-5 ადგილოსანი დავამარცხეთ, ქუჩაში გამოვიდეტ ახლა მანქანის საყვირებით, თანაც ლეგიონერებით გაძეძგილი გუნდი ყოფილა...
temo
23:46 16-07-2021
7
ამხანაგურ თამაშში ესე გოლის აღნიშვნა არ გამიგია, დონარუმამ რო ნახოს გაგიჟდება )
მეგრელი
00:54 17-07-2021
4

სიახლეები პოპულარული