მშენებლობის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი: „ქუთაისში ფეხბურთის ფედერაცია მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. აქ
პროექტის მიხედვით, ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ოთხივე მოედანი აღიჭურვება განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყობა ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახი მოეწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდელთა გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2022 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
GFF.GE