"გავიფინეთ ორი ბელარუსი ნახევარმა სტადიონმა" - ბათუმში "დინამოსა" და "ბატეს" ფანებს შორის კონფლიქტი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შოთა გუჯაბიძე Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც "დინამოსა" და "ბატეს" გულშემატკივრებს შორის მომხდარი კონფლიქტია ასახული.

ვიდეოში ჩანს, რომ ქართველები ბელარუს გულშემატკივრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათზე იწევენ, შუაში კი პოლიცია დგას.

"გავიფინეთ ორი ბელარუსი ნახევარმა სტადიონმა." - წერს "ფეისბუქმომხმარებელი" შოთა გუჯაბიძე.

გარდა ამისა, არაერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ბათუმელი გულშემატკივრის უკმაყოფილება ბელარუსი ფანების მხრიდან "ბატეს" მიერ გატანილი გოლის ზედმეტად ემოციურმა აღნიშვნამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბატეს" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდით ბიჭებო, მიდით, გაიფინეთ, იქნებ აგვიკრძალონ ეს ევრო ტურნირები და გადავრჩეთ ამდენ სირცხვილს.D
hhh
23 ივლისი 2021 18:18
2
გაუნათლებლობის ბრალია სამწუხაროდ.
fff
23 ივლისი 2021 18:20
4
თქვენ, რომ მოგეგოთ არ აღნიშნავდით? უბრალოდ სირცხვილია!
ბათუმის, ვაი გულშემატკივრებს.
23 ივლისი 2021 20:38
3
წიგნები იკითხეთ საკუთარი აზრი რომგქონდეთ ბევრ საინტერესოსო აღმოაჩენთ საკუთარ თავში სირცხვილია ადამიანს გაეხარდა და შენ ცემ იმის გამო რო გახარებულია!! ბოღმა
beqa
24 ივლისი 2021 12:08
3
ბათუმში შენობების დონე კი ამაღლდა მაგრამ ხალხს რა ეშველება!?
ლეგენდა
25 ივლისი 2021 02:47
7
არ გრცხვენიათ? მაშინ ბელორუსიაში რომ იგივე გაეკეთებინათ ფანებს ქართველი გულშემატკივრებისთვის, რატომ მათზე არ ფიქრობთ,სახლში ყველა მაგარია....
სვანსკი
05 აგვისტო 2021 10:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული