ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე ქამბექი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამომ" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში გასვლაზე "ბატე" 4:1 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახნენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.

შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით
ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რასაც ვულოცავთ კიდეც.

ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ბორისოვო. „ბორისოვო - არენა“. 7 120 მაყურებელი
ბატე - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 იაბლონსკი (45+2), 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (59), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90+5)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასიოვი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი, სიგნევიჩი (იუსოვი 63), ნეხაიჩიკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 90+4), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79), ფლამარიონი (ფანცულაია 79)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ასეთი გამართული, ჟილკიანი, შეუპოვარი და სწრაფი თამაში მე ქართული გუნდის შესრულებით ევროტურნირებზე არ მინახია.
შაკო
30 ივლისი 2021 11:52
0
გილოცავთ ბათუმელებო, ამ ჩვენი ვაიჩემპიონატის კვალობაზე ჯიგრულად ითამაშეთ, ამ ჩვენ გაუბედურებულ ფიფიას დინამოსგან განსხვავებით!
aleksandre
30 ივლისი 2021 09:53
0
აი ესე რაააა. ამას ვიძახი სულ. ძლივს არ ვნახე ყვ.....იანი ბიჭების თამაში!!!
სანდრო
30 ივლისი 2021 13:06
0
ესე გააგრძელეთ
+
30 ივლისი 2021 08:28
0
ვულოცავ ბათუმს და საქართველოს ამ ნეგატიურ რეალობაში პოზიტივის გამონათება ნეტა ბევრი გვქონდეს, მისასალმებელია ასეთი მონდომება.... მაგრამ ჯობია ზომიერად გაანალიზდეს ყველაფერი, ხშირად გვღუპავს რეალობიდან გასვლა, მეტი კონცენტრაცია დასჭირდება შემდეგ თამაშებს და ვნახოთ როგორ გაზარდა ამ მოგებამ დინამო, ბევრი შეცდოები ქონდა ბათუმს...იქნებ ნავსის გატეხვის მომენტიც დგება? ნეტამც...
გუსანი
30 ივლისი 2021 11:05
0
ნახეთ რას ნიშნავს მწვრთნელი? 3:1-ზე ორი თავდამსხმელის იგივე ამპლუის მოთამაშეებით შეცვლით (შინდაგორიძე და ფანცულაია გამოიყვანა) თავდასხმა გააძლიერა და შედეგიც მიიღო - მეოთხე გოლი მიართვა მეტოქეს. გილოცავთ ბათუმელებო და ჯგუფში შესვლას გისურვებთ
klimenti
30 ივლისი 2021 09:27
0
კომენტატორი, რომელსაც თამაში მიყავდა - ნაკრების თამაშებზე კომენტატორად !!!!
gia
30 ივლისი 2021 15:43
4
ბატკამ გაბრაზებულმა თუ აკრძალა ტურისტების ჩამოსვლა ბათუმში.დინამო მაგარია,კომენტატორი უმაგრესი
მახო
30 ივლისი 2021 11:21
2
ბათუმს წარმატება!!! ეს რა ჩვენება აქვს ამ აჭარის ტელევიზიას დამეთხარა თვალები
Abreza
30 ივლისი 2021 07:42
0
გაუმარჯოს ბათუმის დინამოს ! გაუმარჯოს გია გეგუჩაძეს ! გაუმარჯოს ბრწყინვალე კომენტატორს !!
სვანსკი
30 ივლისი 2021 16:46
2

სიახლეები პოპულარული