ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე ქამბექი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამომ" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში გასვლაზე "ბატე" 4:1 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახნენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.

შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით
ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რასაც ვულოცავთ კიდეც.

ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ბორისოვო. „ბორისოვო - არენა“. 7 120 მაყურებელი
ბატე - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 იაბლონსკი (45+2), 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (59), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90+5)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასიოვი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი, სიგნევიჩი (იუსოვი 63), ნეხაიჩიკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 90+4), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79), ფლამარიონი (ფანცულაია 79)

მკითხველის კომენტარები / 28 /
გეგუჩაძის თავი მუშაობს ,რაც ცხადაძის თავში არ ხდება არ მუშაობს,ასეა შტერი თავის გამო ფეხები იტანჯებიანო. აი კომენტატორს ვენაცვალე,ძლივს ერთ კომენტატორს ვუსმინე,რომელსაც არ ეძინება.
სვანსკი
30 ივლისი 2021 16:57
2
დღეს ბათუმის "დინამო" საქრთველოს ფეხბურთის ჭეშმარიტი და ღირსეული ლიდერია!!! შემდგომ წარმეტებებს ვუსურვებ... საქართველოს ჩემპიონობას იმსახურებს!!!
tngh
30 ივლისი 2021 15:51
0
ვულოცავ ბათუმს ბრავო მაგრამ ეს ვინ დებილი\უცმაცურ სიტკვას ვერ დავცერ\ კომენტატორიიკო რეებს ყვიროდა რეებს ბოდიალობდა ეტერში ვინ შეუშვა
malxazi
30 ივლისი 2021 12:11
19
რა ხბოს აღტაცებით ზეიმობთ და ერთმანეთს ულოცავთ,ვითომ ეგ არის ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის თასი აგვეღოს, ნუთუ ვერ ხვდებით რომ შემთხვევით,ყარაულის თოფის არ იყოს ისე მოვიგეთ მეორე ტაიმი,ასეთი რამ შეიძლება 1111-ში ერთჯერ მოხდეს, თუ არა და მოგეწონათ პირველ ტაიმში დაცვისა და მეკარის თამაში? ხო კიდევ სახალხო სეირნობა გავმართოდ დღეს ქვეყნის დიდ ქალაქებში,ამხელა საქმე გაკეთდა-ევრო ტურნირების "ჭ" ლიგის მე-3 საკვალი-ციო ეტაპზე გავედიიითთთთთ
asea!!!!
30 ივლისი 2021 09:58
82
გვაცალე 1111-ში ერთხელ მაინც გავიხაროთ :)))
irakli81
30 ივლისი 2021 11:10
1
გემს მიხედე, გემს! შენი საქმე ფეხბურთი არაა, გაიგე ცავატანე?
30 ივლისი 2021 10:48
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული