"54 არ არის ციფრი. მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია, მშვიდობით, ვახო" - კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი შეეწირა

AutoSharing Option
დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 20 წლის სპორ­ტსმე­ნი გარდაიც­ვა­ლა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ეს ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნია.

ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 12 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი „ვიტ ჯორ­ჯია 2“ - ში თა­მა­შობ­და.

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კო­ვიდს ასე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ებ­რძო­და, 20 წლის ფეხ­ბურ­თელ­ზე აქამ­დეც წერ­და. ახლა ასეთ პოსტს ავ­რცე­ლებს:

"54 არ არის
ციფ­რი. მათ შო­რის გუ­ლის გა­საგ­ლე­ჯი ბი­ჭია, მშვი­დო­ბით, ვახო, ვერ გა­დავ­რა­ზეთ რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარი. არ მაქვს სი­ტყვე­ბი", - წერს ის.

წყარო: ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
აიცერით ხალხო აიცერითთთ!! თქვენ თავთან და ახლო მყოფებთან სულ ცოტა მართლები იქნებით. ყველა ადამიანი ვინც რეანიმაციაში ხვდება ყველა ნანობს რომ არ აიცრა. ნუ იქნებით შემდეგი.
14
გთხოვ, არ დაბლოკო ადმინ! ვიღაცა ძროხა ქალი პედაგოგი კიდევ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიტინგებს ატარებს და ბოლო ხმაზე ბღავის არ აიცრათ ხალხოო,არ აცრათ თქვენი შვილებიი და ბრბოც ტაშს უკრავს.
შაკო
11:38 11-09-2021
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული