"54 არ არის ციფრი. მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია, მშვიდობით, ვახო" - კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი შეეწირა

AutoSharing Option
დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 20 წლის სპორ­ტსმე­ნი გარდაიც­ვა­ლა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ეს ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნია.

ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 12 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი „ვიტ ჯორ­ჯია 2“ - ში თა­მა­შობ­და.

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კო­ვიდს ასე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ებ­რძო­და, 20 წლის ფეხ­ბურ­თელ­ზე აქამ­დეც წერ­და. ახლა ასეთ პოსტს ავ­რცე­ლებს:

"54 არ არის
ციფ­რი. მათ შო­რის გუ­ლის გა­საგ­ლე­ჯი ბი­ჭია, მშვი­დო­ბით, ვახო, ვერ გა­დავ­რა­ზეთ რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარი. არ მაქვს სი­ტყვე­ბი", - წერს ის.

წყარო: ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
აიცერით, აიცერით, აიცერით... პირბადე, პირბადე, პირბადე... სამწუხაროდ, ჩემის დაკვირვებით, ის ვინც აცრის წინააღმდეგია, პირბადესაც არ იკეთებს. სამწუხაროდ, ესეტები ბევრნი არიან...
tngh
14:38 11-09-2021
9
კიდევ რამდენი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ გონს მოვეგოთ. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ამდენმა გაუნათლებელმა ხალხმა, მაინცდამაინც თყუილი დაიჯეროს და სიმართლე კი არა.გული მიკვდება, ამ ახალგაზრდის სიკვდილს საკუთარ უბედურებად თუ არ აღვიქვავთ, არაფერიც არ გვეშველება.
ა ი ც ე რ ი თ ! ! !
სიმართლე
13:32 11-09-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული