კობიაშვილი: "ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა"

AutoSharing Option
28 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გამართული ღონისძიების ფარგლებში, შეთანხმებას ხელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმების
შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"დღეს გაფორმებული მემორანდუმი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მიღწეული შეთანხმებით სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ, ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაერთონ. მათ საშუალება ექნებათ, რომ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ. ამ გზით კი, ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ინტეგრირება მოხდება.

ფეხბურთის ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა სპორტის უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდა. მოგეხსენებათ, რომ ვაკის საფეხბურთო ცენტრი სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ავაშენეთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და სპორტის ეს სახეობა რაც შეიძლება მასობრივი გახდეს ჩვენს ქვეყანაში".

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 7 /
შენ თვითონ რა განათლება გაქვს ეგეც გაგვანდე გაფიცებ. პირდაპირ მთელი ჩვენი ფეხბურთის მართვა რომ გადაწყვიტე, საკუთარი მანქანის გარდა რამე თუ გიმართია და რა გამოცდილება გაქვს საერთოდ მართვის სფეროში? არანაირი ხომ? ხოდა წადი და შენი "მწიგნობარი" საძმაკაცო მოვაშორე რა, იქნებ ვინმე ნორმალურს ვეღირსით ფედერაციის სათავეში ბოლობოლო!
კაი ერთი
03:02 01-10-2021
1
შენ თვითონ რა განათლება გაქვს ეგეც გაგვანდე გაფიცებ. პირდაპირ მთელი ჩვენი ფეხბურთის მართვა რომ გადაწყვიტე, საკუთარი მანქანის გარდა რამე თუ გიმართია და რა გამოცდილება გაქვს საერთოდ მართვის სფეროში? არანაირი ხომ? ხოდა წადი და შენი "მწიგნობარი" საძმაკაცო მოვაშორე რა, იქნებ ვინმე ნორმალურს ვეღირსით ფედერაციის სათავეში ბოლობოლო!
კაი ერთი
03:01 01-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული