საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს და ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, A ჯგუფში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად სლოვაკეთთან 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე მარცხი განიცადა (ბურთების შეფარდება 0:9) და 30 ნოემბერს გასვლაზე ირლანდიას დაუპირისპირდება.

ამავე ჯგუფში დღეს ფინეთისა და ირლანდიის შეხვედრა მიმდინარეობს.

პოპრადი. „NTC“
სლოვაკეთი - საქართველო 2:0
გოლები: 1:0 მიკოლაევა (38), 2:0 სურნოვსკა (40)

საქართველო: სუხაშვილი, დანელია, ტატუაშვილი, სუთიძე (ქადაგიშვილი 46), ჩხარტიშვილი, ხაბურზანია, თოდაძე (ჯანიკაშვილი 66), ბოლქვაძე (გორგაძე 74), პასიკაშვილი (წოწელია 74), ბაქრაძე, ჭიჭინაძე (გუჯაბიძე 90)

alt

დამარცხდა" style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოს ქალთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრინციპში მთავარი მიზანი დიდი ანგარიშით არ წაგება არის, თამაშის მომენტებს ვუყურე და 2-0 დაცვაში ვიდექით და ისევ სლოვაკეთი გვიტევდა, ჩვენ კონტრშეტევების იმედზე ვიყავით. ქეცბას ტაქტიკას ათამაშებს რა გუნდი დაცვაში კომპაქტურად არის და ბევრ ბურთს არ ვუშვებთ, აი შეტევაში კი ძალიან გვიჭირს!
zaza
09:51 27-10-2021
0

სიახლეები პოპულარული