საქართველო-რუმინეთი მაყურებლის გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-17 ნოემბერს თბილისში რუმინეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები უახლოესი ორი თამაშისთვის 15 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი),
შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო)

16-17 ნოემბერი | 16:00 | თბილისის ოლიმპიური სასახლე

საქართველო - რუმინეთი


კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

წყარო: nakrebi.ge

altევრო 2022 - საქართველოს ფუტსალის ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს

altფუტსალი: საქართველო - ბელარუსი 1:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ ხალხო მაყურებლის გარეშე!შეუშვით აცრილები,ეს ხომ ნაკრებისთვისაც სასარგებლო იქნება და აუცრელებსაც დამატებით ბიძგს მისცემს,რომ დროზე აიცრან.უკვე ვფიქრობ,რომ შეგნებულად ამწარებენ ხალხს.ხომ ვნახეთ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია,გულშემატკივრის დასწრებას. სპორტულ ბაზებსაც და ფედერაციებსაც ხომ სჭირდებათ შემოსავალი,ყველაფერს რატომ ანგრევთ?
სოსო
15:37 15-11-2021
0

სიახლეები პოპულარული