ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

AutoSharing Option
"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

კოკაია მეგობართან, ლევან მუშკუდიანთან ერთად მწვერვალ დედა ენის დასალაშქრად იმყოფებოდა, მუშკუდიანის თქმით, კოკაიას ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.

კოკაიამ ადრე მწვერვალი ჰიმალაის მთებში, ევროპის უმაღლესი მწვერვალი მონბლანი და მყინვარწვერი დალაშქრა.

მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3488 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან მოხვდებით. მანძილი საკმაოდ მოკლეა და ზაფხულში შესაძლებელია ერთ დღეში ასვლა-ჩამოსვლა.

კოკაიას
სახელს უკავშირდება "ზესტაფონის" ყველა მიღწევა: საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
მეწყინა ძაან
Tornike
22:55 23-11-2021
1
ეს რა ცუდი ამბავი შომხდარა, ღმერთმა აცხონოს
Nukri
01:39 24-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული