anorthosis24: ანანიძე ვერც "დინამოში" "გაცოცხლდა"

AutoSharing Option
anorthosis24 ჯანო ანანიძის თბილისის "დინამოდან" შესაძლო წასვლაზე წერს:

"ანანიძემ ფეხბურთში "გაცოცხლება" ვერც თბილისის "დინამოში" მოახერხა.

ქართველ ნახევარმცველს ტრავმები აწუხებს, რის შედეგადაც თბილისის ისტორიული კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს, მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯანო ჩვენი გუნდის სახელით გამოდიოდა."

29 წლის ანანიძემ თბილისის "დინამოში" მხოლოდ 1 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, ფამაგუსტური კლუბის მაისურით კი 6 მატჩი გამართა. ნახევარმცველს მოსკოვის "სპარტაკში" ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა, მის გარდა კი "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "როტორში" ასპარეზობდა.

ჯანოს საქართველოს ნაკრებში 2011 წლიდან იწვევენ და მის რიგებში
6 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორია.

alt"არათუ საქართველოდან, არამედ მოსკოვში სტადიონიდან გიგულშემატკივროთ..." - ჯანო ანანიძე ყოფილ გუნდს ამხნევებს

altჯანო ანანიძე "დინამოში" ითამაშებს

altჯანო ანანიძე ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყენიას იმედიც ბოლომდე ჰქონდათ და იმედი იმედად დარჩა, ასევე ჭანტურია, ახლა ანანიძე და ჩაკვეტაძე...ნეტარ არს მორწმუნენი.)))
გიო
02 დეკემბერი 2021 17:22
2
ყენია მძიმე ტრავმას ემსხვერპლა, ჭანტურიამ "ბარსას ჭადი" არ იკადრა და თავის ხასიათს შეეწირა, ანანიძე, ჩაკვეტაძე და ა.შ. ფიზიკურად უსუსტესები იყვნენ, არ განვითარდნენ ამ მხრივ და ფსიქოლოგიურადაც დასტოპეს მაგრად.
ლუკა
03 დეკემბერი 2021 14:25
0
ეს იმის ბრალია რომ რუსეთში დიდი ხანი დარჩა... ასე მოუწევს კიდე ბარეორ იმ ტალანტს რომელსაც შეუძლია უკეთეს ჩემპიონატში ითამაშოს და ჯერ კიდევ არ მიდიან რუსეთიდან...
ტორპედოელი
02 დეკემბერი 2021 16:51
10
ხელოვნურ ბალახზე გაზრდილ ბავშვებს ასე ემართებათ.ხელოვნურზე ძროხის გაზრდის მეტი შანსია ვიდრე ფეხბურთელის
Levani
02 დეკემბერი 2021 16:43
1
კლასი არ იკარგება, ჯანო მოინდომე ცოტა რა ამის და კვეკვეს პასის კულტურა სულ სხვა დონეზეა
nika
02 დეკემბერი 2021 16:27
2
სამი თუ ოთხი წლის წინ დავწერე: ჯანოს მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარათქო. ისე დამცინეს, მლანძღეს, არც მაშინ მიხაროდა რაც დავწერე და არც ახლა მიხარია, უბრალოდ რისი თქმა მინდა: გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ, ვაღმერთებთ ხოლმე და ტვირთად აწვებათ მერე, ვერც ისინი აღწევენ წარმატებას ამის გამო და ჩვენც იმედგაცრუებული ვრჩებით, ყველგან ეგრეა, სპორტშიც და პოლიტიკაშიც, თქვე დალოცვილებო - მესიზე იძახით ოქროს ბურთი არ დაუმსახურებია, რა გააკეთაო და იგივე ხალხი ამბობს ტალანტი და ბარსელონაში თამაშის ღირსია გვარებს არ დავასახელებ უბრალოდ იმ ფეხბურთელების, მეც ძაან მიყვარს და დიდ იმედებს ვამყარებთ თითოეულზე დღევანდელ ჩვენს ნაკრებში, მაგრამ აცადეთ, ჯერ აფრენა აცადეთ!
ბასკი
02 დეკემბერი 2021 14:33
4
სანამ ჯანოს დაბრუნების სურვილი და იმედი აქვს,დაბრუნების იმედიც არსებობს.საქართველოსაც ძალიან სჭირდება მისი თავი.იმედი მაქვს, შესძლებს სრულფასოვან დაბრუნებას.
სოსო
02 დეკემბერი 2021 13:19
5
ჯანო ბათუმში მიდის ხალხოოოოოოოოო
Zvigena
02 დეკემბერი 2021 15:05
1
რა დაბრუნებაზე ლაპარაკობთ ნეტა? ოდესმე მესი იყო და არ ვიცი მე? 29 წლისაა და ჯერ ფეხბურთი არ უთამაშია
დათო
02 დეკემბერი 2021 14:59
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული