შოთას პირველი კომენტარი - 20 წლის შემტევმა ისევ გაიბრწყინა

AutoSharing Option
ჩემპიონშიპში წარმატებული დებიუტის ("სუონსისთან" 2:0) შემდეგ "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ. რომ შემძლებოდა ასეთი სცენარის დაწერა, მას აუცილებლად დავწერდი. იმედი მაქვს, ჩვენ ასე გაგრძელება შეგვიძლია და მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო მეტს ვაჩვენებთ.

პირველ ტაიმში შეტევის ძალა და უნარი გამოვავლინეთ, მეორე ნახევარში კი თავს ძალიან კარგად ვიცავდით. ბიჭებმა ბრძოლისუნარიანი ხასიათი და დისციპლინა დამანახეს.

Sportall.Ge

მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ სათამაშო სქემა შეცვალა, ჩვენ კი უკეთ დავინახეთ, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ.

გუნდთან ერთად ცოტა ხანი დავყავი, ამიტომ დასვენების უფლება
არ გვაქვს."

ქართველი სპეციალისტის ახალ კლუბში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა 20 წლის კეინ ლევის-პოტერსმა, რომელსაც უკვე 6 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. შემტევის მიმართ  დაინტერესებას პრემიერლიგის კლუბები ამჟღავნებენ.

altშოთა არველაძემ ინგლისში მოგებით დაიწყო



მკითხველის კომენტარები / 6 /
ჭკვიანია, რომ ნაკრების მწვრთნელობას არ დახარბდა, წარმატებები იქ, სადაც გააკეთებ შენს საქმეს და დაგიფასებენ!
123
01 თებერვალი 2022 13:45
0
მართლა პროფესორია თავის საქმეში
ბიმბორა
31 იანვარი 2022 17:41
0
შოთი პროფესიონალია,დარწმუნებული ვარ ის ინგლისშიც დაამტკიცებს ამას.
sake
30 იანვარი 2022 20:17
0
შოთამ ერთი ფეხბურთელი უკვე დაიმატა. ხვალ საღამოს 11 საათამდე (ლონდონის დროით) აპირებს დაიმატოს 3 ფეხბურთელი: მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი.
ქ. გ.
30 იანვარი 2022 15:50
1
დებიუტი კარგია!!! იმედია, მომავალიც წარმატებული იქნება!!!
tngh
30 იანვარი 2022 14:47
1
Great start, well done Shoti! Keep going:)
გულშემატკივარი
30 იანვარი 2022 11:45
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული